გაყიდვების სპეციალისტი — მედკორი

მედკორი — ლოგო
მედკორი

გაყიდვების სპეციალისტი

₾3000.0 აქტიური ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

სამედიცინო პროდუქციის იმპორტიორი კომპანია "მედკორი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია (https://medcoreaesthetics.ge/) 2014 წლიდან მოღვაწეობს ბაზარზე და ჯანდაცვის სექტორს სთავაზობს ინოვაციურ და თანამედროვე პროდუქციას სამედიცინო, სტომატოლოგიური და ესთეტიკური მედიცინის მიმართულებით.

სამუშაო ადგილი:

ბათუმი

სამუშაო გრაფიკი:

ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00

ანაზღაურება:

საშუალოდ 2500-3000 ლარი (ბონუსის ჩათვლით)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტის შესწავლა და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
  • ესთეტიკური კლინიკების წარმომადგენლებთან და შესაბამისი პროფილის ექიმებთან ვიზიტების დაგეგმვა და საქმიანი კომუნიკაციის წარმართვა;
  • პროდუქციის პრეზენტაცია სამიზნე აუდიტორიისთვის და ეფექტური მოლაპარაკებების წარმოება;
  • ბაზრის საჭიროებებისა და მომხმარებელთა უკუკავშირის მუდმივი ანალიზი, ინფორმაციის დამუშავება და გუნდისთვის რეკომენდაციების წარდგენა;
  • გაყიდვების ოპტიმიზაციის მიზნით საინტერესო ინიციატივების წარდგენა;
  • საერთაშორისო გამოფენებსა თუ თემატურ ღონისძიებებზე კომპანიის წარმომადგენლობა;
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო მიმართულებით;
  • საცალო/კორპორატიული გაყიდვების, მომსახურების სფეროს, საბანკო ან სადაზღვევო მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებების წარმოებისა და დარწმუნების უნარები;
  • შედეგზე ორიენტირებულობა, ახალი კლიენტების მოზიდვისა და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

  • სასურველია საკუთარი ავტომობილის ქონა, კომპანია უზრუნველყოფს საწვავისა და ავტომობილის ცვეთის (ამორტიზაციის) ხარჯების ანაზღაურებას;
  • ულიმიტო საკომუნიკაციო პაკეტით უზრუნველყოფა;
  • კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას საერთაშორისო მივლინებებში, ტრენინგებსა და კონფერენციებში მათი მონაწილეობის მხარდაჭერით.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ