სამედიცინო წარმომადგენელი- თბილისი, რეგიონები
ფარმაცევტული კომპანია
Cordex - "კორდექსი"
აცხადებს ვაკანსიას
სამედიცინო წარმომადგენლის
პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: სამეგრელო, აჭარა, შიდა ქართლი (გორი-ხაშური), კახეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი (ახალციხე-ახალქალაქი), თბილისი.
სამუშაო განაკვეთი: სრული, 9:30-დან 18:00-მდე, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
სამუშაო აღწერილობა:
- ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში აფთიაქებში
- პრეზენტაციების მრგვალი მაგიდების კონფერენციების მომზადება, ორგანიზება, ჩატარება
- ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება-რეპორტინგი
- საპრომოციო აქტივობების, ღონისძიებების მოფიქრება, დამუშავება, დანერგვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება (სასურველია მედიცინის, პედიატრიული ან სამკურნალო ფაკულტეტი, ან/და ფარმაცევტი)
- კომპიუტერული და საოფისო პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე
- სამედიცინო წარმომადგენლად, მარკეტინგში ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
- ორგანიზებულობა, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობა
- პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი
- ანალიტიკური აზროვნების უნარი, კრეატიულობა.
გამოსაცდელი პერიოდი: 3-6 თვე. საწყისი ანაზღაურება შეთანხმების საფუძველზე, კონკურენტული, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებასა და უნარ-ჩვევებზე
გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ:
- ზრდადი ანაზღაურება ყოველთვიური და კვარტალური პრემიული სისტემა დამოკიდებული იქნება გაყიდვების შედეგებზე.
- სოციალური პაკეტი (სატელეფონო, სატრანსპორტო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა)
სასურველია საკუთარი ავტომანქანის ყოლა.