დემი შეფი — ibis Tbilisi City

ibis Tbilisi City — ლოგო
ibis Tbilisi City

დემი შეფი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ACCOR ჯგუფის წევრი სასტუმრო "ibis Tbilisi City" აცხადებს ვაკანსიას დემი შეფის პოზიციაზე

შენი როლი იქნება:

  • კერძების ხარისხის, გემოსა და პრეზენტაციის მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა;
  • კერძის მოსამზადებლად ყველა საჭირო ინგრედიენტის მომარაგება;
  • პროდუქციის მარაგებისა და ხარისხის კონტროლი;
  • საკვების უსაფრთხოების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების, ასევე HACCP-ის სტანდარტების დაცვა;
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა და სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კულინარიული ტექნიკისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების ცოდნა;
  • სასტუმროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

რას გთავაზობთ:

  • საერთაშორისო ბრენდ ACCOR-ის წევრ სასტუმროში მუშაობის შესაძლებლობას;
  • ACCOR-ის თანამშრომლის ფასდაკლების პროგრამით სარგებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას და ტრენინგებს;
  • გამოცდილ და პროფესიონალურ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

სამუშაო პირობები:

  • ადგილმდებარეობა: თბილისი, სასტუმრო "ibis Tbilisi City", ვ. წითლანაძის ქუჩა N1;
  • სამუშაო გრაფიკი: 5/2, 9 საათიანი ცვლები;
  • ანაზღაურება: განიხილება ინდივიდუალურად კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ "ibis Tbilisi City " ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოთხსენებულ ელფოსტაზე.

წარმატებებს გისურვებთ!