დაცვის თანამშრომელი — Biltmore Hotel Tbilisi

Biltmore Hotel Tbilisi

დაცვის თანამშრომელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმრო "ბილტმორ თბილისი" აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • უსაფრთხოების სისტემის და მოწყობილობების მუდმივად შემოწმება და მითი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ტერიტორიის მონიტორინგი, ადგილზე ან კამერების საშუალებით;
  • ქურდობისა და ძარცვის შემთხვევების აღკვეთა;
  • თანამშრომლებისა და სტუმრების გადაადგილების მონიტორინგი (შემოსვლა და გასვლა);
  • სიგნალიზაციასთან და სათვალთვალო კამერებთან მუშაობა;
  • პოლიციის ან/და სახანძრო სამსახურის გამოძახება, საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში;
  • კომპანიის შიდა დადგენილებებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
საჭირო უნარები და მოთხოვნები:
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ თქვენი განაცხადის განსახილველად, ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურის განხილვისა და შესაბამისობის დადგენის, მათ შორის, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.

თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.

ამავე ვადაში, შესაძლებელია ჩვენ მიერ თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. თუ არ გსურთ შემდგომში ზემოაღნიშნული მიზნით დამუშავდეს თქვენი მონაცემები, გთხოვთ ამის თაობაზე გვაცნობოთ.

დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ