დაცვის თანამშრომელი — აგროჰაბი

samushao.ge
აგროჰაბი — ლოგო
აგროჰაბი

დაცვის თანამშრომელი

₾1000 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია „აგროჰაბი“, 2016 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და იგი წარმოადგენს პირველი ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტს.

აგროჰაბი ახალი ფილიალისთვის აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ტერიტორიაზე წესრიგის და უსაფრთხოების დაცვა;
  • კომპანიის შენობის გარე და შიდა პერიმეტრის დაცვა;
  • ვიზიტორების ნაკადის კონტროლი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • დისციპლინირებულობა, პუნქტუალობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას, გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის გუნდის წევრი;
  • დაზღვევას
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას

გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24 საათი

ანაზღაურება: ფიქსირებული 1000₾

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება დამუშავებისთვის

პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო

ინფორმაცია - შპს „აგროჰაბი’’

მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;

სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;

ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;

მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს „აგროჰაბის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;

მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;

კანდიდატის შერჩევის მიმდინარე პროცესთან დაკავშირებული მონაცემები ინახება არაუმეტეს 3 თვის ვადით, ხოლო კანდიდატის თანხმობის შემთხვევაში CV დამატებით შეიძლება შენახულ იქნეს 1 (ერთი) წლის ვადით სამომავლო ვაკანსიებზე განხილვის მიზნით.

ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ

  • მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
  • მონაცემთა გასწორების , განახლებისა და შევსების უფლება;
  • მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
  • წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
  • მონაცემთა გადატანის უფლება;
  • ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
  • თანხმობის გამოხმობის უფლება;
  • გასაჩივრების უფლება’

შპს „აგროჰაბი“ თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ