დაცვის სპეციალისტი — ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი — ლოგო
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

დაცვის სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას დაცვის სპეციალისტის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: ** მეთვალყურეობა გაუწიოს, გააკონტროლოს და დაიცვას უნივერსიტეტის ბალანსზე რიცხული როგორც უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობა, ეზო, ნარგავები), ასევე მატერიალური ფასეულობები დაკარგვის, დაზიანებისა და უდიერად მოპყრობისგან; ** აღრიცხოს და კონტროლი გაუწიოს ტერიტორიაზე უცხო პირთა მოძრაობას; ** საეჭვო ვითარების, ან პიროვნების შემჩნევისას არ დაუშვას მათი ყოფნა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, საჭიროების შემთხვევაში მიმართოს ხელმძღვანელობას; ** დაიცვას გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების ნორმები; ** უსაფრთხოების სისტემის და მოწყობილობების მუდმივი კონტროლი; ** შეასრულოს დაკისრებული და ხელმძღვანელის მიერ მითითებული ვალდებულებები. ძირითადი მოთხოვნები: ** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება). პიროვნული თვისებები: ** თავაზიანობა; ** პასუხისმგებლობა; ** დისციპლინურობა; ** მოწესრიგებულობა; ** პუნქტუალურობა. სამუშაო ადგილი და პირობები: ** სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N82 ** სამუშაო განრიგი - ცვლაში მუშაობა, მორიგეობა ყოველ მესამე დღეს, 24 სთ ** შრომის ანაზღაურება - შეთანხმებით.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ