დაცვის ოფიცერი — სასტუმრო Ambassadori

samushao.ge
სასტუმრო Ambassadori — ლოგო
სასტუმრო Ambassadori

დაცვის ოფიცერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სასტუმროთა ქსელი “Ambassadori” – „ამბასადორი“ აცხადებს ვაკანსიას თბილისში არსებულ სასტუმროებში დაცვის ოფიცერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • მუდმივად აწარმოებს განსაზღვრული ტერიტორიის მონიტორინგს, რათა შეინარჩუნოს უსაფრთხო და სასიამოვნო გარემო სტუმრებისა და დასაქმებულებისათვის;
  • უზრუნველყოს ობიექტში არსებული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების ნებისმიერი დანაშაულებრივი ხელყოფისაგან დაცვა;
  • მოახდინოს სტუმრების ვინაობის იდენტიფიცირება,
  • მყისიერად რეაგირებს ნებისმიერ კანონდარღვევაზე;
  • სამაგალითო მომსახურებას უწევს სტუმრებს;
  • სამუშაო საათებში მისი გარეგნობა და ჩაცმულობა შეესაბამება კომპანიისა და დეპარტამენტის წესებსა და რეგულაციებს;
  • ზედმიწევნით ასრულებს უშუალო ხელმძღვანელის მითითებებს;
  • საჭიროებისამებრ თანამშრომლობს კომპანიის ყველა დეპარტამენტთან და სტრუქტურულ ერთეულთან;
საჭირო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • კომუნიკაბელურობა;
  • სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ