დაწყებითი კლასების მასწავლებელი- რუსთავი
ვაკანსია — დაწყებითი კლასების მასწავლებელი
თუ გიყვართ ბავშვებთან მუშაობა, გაქვთ დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან ურთიერთობის გამოცდილება და გსურთ, ხელი შეუწყოთ მათ აკადემიურ და პიროვნულ განვითარებას, გიწვევთ ჩვენს გუნდში!
საგანმანათლებლო ცენტრი "აკადეა" ეძებს დაწყებითი კლასების მასწავლებელს, რომელიც იმუშავებს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან და დაეხმარება მათ სასკოლო დავალებების შესრულებაში, გაკვეთილების მომზადებასა და სასწავლო პროცესის უკეთ ორგანიზებაში.
სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი — საგანმანათლებლო ცენტრი "აკადეა"
სამუშაო გრაფიკი: 13:30-18:00
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება პედაგოგიკის, განათლების ან შესაბამისი მიმართულებით;
- დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება;
- სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და მოსწავლეების აკადემიური მხარდაჭერის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- ბავშვებთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის კარგი უნარები;
- მოსწავლეზე ორიენტირებული, პოზიტიური და მხარდამჭერი მიდგომა.
ძირითადი მოვალეობები:
- დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან ყოველდღიური მუშაობა;
- მოსწავლეების დახმარება გაკვეთილების მომზადებასა და საშინაო დავალებების შესრულებაში;
- სასწავლო მასალის განმტკიცება და მოსწავლისთვის გაუგებარი საკითხების დამატებით ახსნა;
- მოსწავლეების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება;
- სასწავლო პროცესის ორგანიზება და მოსწავლეების მოტივაციის ხელშეწყობა;
- საჭიროების შემთხვევაში, შემეცნებითი და საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა;
- მშობლებთან და ცენტრის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა.
განაცხადები მიიღება 24 ოქტომბრამდე