დაწყებითი კლასების მასწავლებელი
"Study Hub Educational Center" აცხადებს ვაკანსიას დაწყებითი კლასების მასწავლებლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი:
- მეტრო ვარკეთილის მიმდებარე ტერიტორია
- მეტრო დელისის მიმდებარე ტერიტორია
სამუშაო გრაფიკი:
- დღეში 4 საათი
- სამუშაო დღეები და საათები შეთანხმებით
სამუშაოს აღწერა:
მასწავლებელს მოუწევს 1-6 კლასების მოსწავლეებთან მუშაობა, კომბინირებული სასწავლო კურსის ფარგლებში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მასწავლებელი, რომელიც:
- ყურადღებით და პასუხისმგებლობით ეკიდება თითოეულ მოსწავლეს;
- შეუძლია სასწავლო მასალის მარტივად, გასაგებად და ახსნითი მეთოდით მიწოდება;
- ორიენტირებულია არა მხოლოდ მასალის დამახსოვრებაზე, არამედ მოსწავლის მიერ საკითხის გააზრებასა და დამოუკიდებლად გამოყენებაზე;
- შეუძლია სხვადასხვა ასაკისა და აკადემიური დონის მოსწავლეებთან მუშაობა;
- ქმნის მშვიდ და პოზიტიურ სასწავლო გარემოს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- დაწყებით კლასებთან მუშაობის გამოცდილება;
- შესაბამისი განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
- პასუხისმგებლიანობა და კომუნიკაბელურობა;
- მოსწავლეებთან ინდივიდუალური მიდგომის უნარი.
ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.