დამტვირთველის მძღოლი
"იტონგ კავკასუს"-ი არის ენერგოეფექტური ავტოკლავური აირბლოკის მწარმოებელი კომპანია. "იტონგ კავკასუსს" მოპოვებული აქვს ავტოკლავური აირბეტონის წარმოებისა და რეალიზების ექსკლუზიური უფლება გერმანული ბრენდის Ytong-ის სახელით.
იტონგში ვეძებთ დამტვირთველის მძღოლს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საშუალო/ პროფესიული განათლება;
- აუცილებელია S კატეგორიის მართვის მოწმობა
დამტვირთველის მძღოლის ფუნქციები იქნება:
- წარმოების ციკლის შესაბამისად დამტვირთველის მართვა
- დამტვირთველის ჩართვა და სამუშაო რეჟიმზე გაყვანა;
- დამტვირთველის უსაფრთხოდ და ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფა;
- დამტვირთველის დაზიანების შემთხვევაში, დროული რეაგირება და პრობლემის მოგვარების უზრუნველყოფა;
- დამტვირთველის დასუფთავება
სამუშაო პირობები:
- სამუშაო დრო: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, კვირაში 5 დღე. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ შესაძლებელია ცვლებში მუშაობა.
- მდებარეობა: კახეთის გზატკეცილი, აეროპორტის მიმდებარედ.
- ანაზღაურება: 1300 ლარიდან