დამხმარე-დამტვირთველი
სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი „მიჰაუსი“ აცხადებს ვაკანსიას დამხმარე-დამტვირთველის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ჰუალინგ პლაზა, ვაზისუბანი
ანაზღაურება: 1100 ლარი (NET)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მომხმარებლის დახმარება მაღაზიაში შეძენილი პროდუქციის დატვირთვაში, გატანასა და ავტომობილში ჩატვირთვაში;
- მარკეტში არსებული მომხმარებლისთვის განკუთვნილი კალათებისა და ურიკების შეგროვება და სათანადო მდგომარეობაში შენარჩუნება;
- მარკეტის სექციებში, საწყობში, ძირითად საწყობში და ოფისში ფიზიკური დახმარება საჭირო სამუშაოების შესრულებაში;
- უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება და მხარდაჭერა საოპერაციო პროცესებში.
გრაფიკი: 5-დღიანი სამუშაო კვირა, კვირაში 40 საათი, სამუშაო საათები: 10:00-19:00
გაცნობებთ, რომ შპს "ჰუალინგ-სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი" ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს ვაკანსიაზე შესაბამისობის შეფასების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. CV-ის გამოგზავნა გულისხმობს მონაცემების გადაცემას და მათი დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის არსებობას (მათ შორის თანხმობა/წინასახელშეკრულებო ურთიერთობა). მონაცემები ინახება შერჩევის დასრულებამდე, ხოლო კანდიდატის შემთხვევაში, რომლის შერჩევაც არ მოხდება არაუმეტეს 1 წლის ვადით (სამომავლო ვაკანსიებისთვის, თანხმობის საფუძველზე); დასაქმების შემთხვევაში შრომითი ურთიერთობის განმავლობაში და მისი შეწყვეტიდან არაუმეტეს 3 წლის ვადით. კანდიდატს უფლება აქვს მოითხოვოს მის მონაცემებზე წვდომა, გასწორება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა, აგრეთვე გააუქმოს თანხმობა.