დამფასოებელი — PepsiCo

PepsiCo — ლოგო
PepsiCo

დამფასოებელი

₾1180 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფოლიოდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს დამფასოებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა)

ძირითადი მოვალეობები:

  • შესაფუთ ხაზზე მზა პროდუქციის შეფუთვის პროცესში მონაწილეობა და პროდუქციის შეფუთვა დადგენილი სტანდარტებისა და სამუშაო ინსტრუქციების შესაბამისად.
  • შეფუთვის ხარისხის, ეტიკეტირების, თარიღის, შეფუთვის მთლიანობისა და პროდუქციის ვიზუალური მდგომარეობის კონტროლი.
  • შეფუთული პროდუქციის შესაბამის ყუთებში განთავსება, დალაგება და შემდგომი გადაადგილებისთვის მომზადება.
  • სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ შესაფუთი ხაზის, სამუშაო ადგილისა და გამოყენებული ინვენტარის დასუფთავება და სათანადო ჰიგიენურ მდგომარეობაში მოყვანა.
  • სანიტარული, ჰიგიენური, სურსათის უვნებლობისა და შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და წესების დაცვა.
  • დანადგარებისა და სამუშაო ინვენტარის სწორი და უსაფრთხო გამოყენება.

კანდიდატის პროფილი:

  • საბაზისო განათლება;
  • წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო;
  • ყურადღება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

რას გთავაზობთ?

  • საერთაშორისო სტანდარტების მქონე საწარმოში ღირებული პრაქტიკული გამოცდილების მიღება
  • კონკურენტული ანაზღაურება 1180 ლარიდან
  • ტრანსპორტირება (მ/ს ისანი, ქ. რუსთავი)
  • ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზღვევა
  • ფიტპასის ან საოჯახო დაზღვევის თანადაფინანსება
  • კვება

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე, სამი ცვლა: დღის, საღამოს, ღამის (ერთი ცვლა - 8 საათი).

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, 28 სექტემბრამდე