დაკარგული ბარგის აგენტი- ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანება" აცხადებს კონკურსს დაკარგული ბარგის აგენტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი
ანაზღაურება: 1518 ლარი
სამუშაოს ტიპი: ცვლაში მუშაობა
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ფუნქცია-მოვალეობები:
- დაკარგული ან მოუკითხავი ბარგის მომსახურება, ავიაკომპანიების შესაბამისი პროცედურების და ასევე მგზავრთა მომსახურების სახელმძღვანელოს დებულებების შესაბამისად;
- ჩამოფრენილი მგზავრის ბარგის გაცემის პროცესის კონტროლი;
- მოუკითხავი ბარგის შენახვა და სათანადო დოკუმენტაციის წარმოება;
- ბარგის დაზიანების შემთხვევაში სათანადო აქტის შედგენა მგზავრის თანდასწრებით;
- დაკარგული ბარგის შემთხვევაში მგზავრის შეტყობინების შემდეგ კატალოგის მიხედვით აქტის შედგენა;
- დაკარგული ბარგის მოძიება ელექტრონული სისტემის მეშვეობით; მიღების პროცესის კონტროლი;
- დარჩენილი ბარგის კონტროლი და მომდევნო შესაბამისი რეისით გაგზავნის უზრუნველყოფა სათანადო რეგულაციების დაცვით;
- მიმაგრებული ტექნიკის და მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დაცვით ექსპლუატაცია და მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
- გაუმართაობების ან კრიზისული სიტუაციის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი ოპერატიული აღმოფხვრა და შესაბამისი მოხსენების მომზადება ხელმძღვანელობისათვის წარსადგენად;
- ცვლის უფროსთან და სახმელეთო ოპერირების სამსახურთან მუდმივი კავშირი როგორც მობილური ტელეფონით ასევე სტაციონალური და მობილური რადიოსადგურების მეშვეობით;
- მგზავრთა მომსახურების პროცესისთვის საჭირო სახარჯი მასალებისა და ნაწილების საჭირო ოდენობითა და კომპლექტაციით არსებობის უზრუნველყოფა;
- მგზავრთა მომსახურების პროცესში ტექნოლოგიური პროცესის, შრომის უსაფრთხოების, სანიტარიის ნორმების და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დაცვა;
- სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა კომპანიის მიერ დადგენილი წესით და ფორმით;
- სამუშაო პროცესის უწყვეტობის უზრუნველყოფა და შესაბამის სამსახურებიდან პროცესის შეფერხების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
- სამუშაო პროცესების განზოგადება, ხარვეზების გამოვლენა და რეკომენდაციების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის;
- გაწეული სამუშაოს შესახებ ზეპირი და წერილობითი პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან, კომპანიაში დანერგილი წესებისა თუ გავრცელებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;
- კომპანიაში მოქმედი შიდა მარეგულირებელი დოკუმენტაციით განსაზღვრული წესების დაცვა;
- კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების (MS Office, განსაკუთრებით Excel) სამუშაო დონეზე ცოდნა;
- ქართული ენის სრულყოფილი ფლობა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
დამატებითი მოთხოვნები:
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- აზრის ნათლად გამოხატვის უნარი;
- სხვისი აზრის მოსმენის, პატივისცემის და გაზიარების უნარი;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
- დროის ეფექტური მართვის და ორგანიზებული საქმიანობის წარმართვის უნარი;
კონკურსის ეტაპებია:
- აპლიკაციების გადარჩევა;
- გასაუბრება.
რეზიუმეების მიღება გაგრძელდება 2026 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით.