Caffè Motta - გაყიდვების განვითარების მენეჯერი — Specialty Drinks

Specialty Drinks

Caffè Motta - გაყიდვების განვითარების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
Caffè Motta იტალიური ყავის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია, რომელიც 1960 წელს ქალაქ სალერნოში დაარსდა. კომპანია ყოველწლიურად 11.5 მილიონ კილოგრამ ყავას აწარმოებს და აქტიურად არის წარმოდგენილი საერთაშორისო ბაზრებზე.

Caffè Motta-ს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ მოტივირებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელსაც სასურველია რომ ჰქონდეს ყავის ინდუსტრიაში პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება, ესმის ყავის მომზადების პროცესი და სურს პროფესიული განვითარება გაყიდვებისა და კომერციული ურთიერთობების მიმართულებით.

ძირითადი მოვალეობები

** ახალი კორპორაციული და HoReCa კლიენტების მოძიება, პროდუქციის პრეზენტაცია, კომერციული პირობების შეთანხმება და კონტრაქტების გაფორმება;
** არსებული კლიენტების პორტფელის მართვა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარება;
** ქსელურ და ინდივიდუალური სუპერმარკეტებთან ურთიერთობის წარმართვა და პროდუქციის განთავსების უზრუნველყოფა.
** სუპერმარკეტებში შესაბამისი მასტიმულირებელი აქციების ორგანიზება და განხორციელება.
** კლიენტებისგან შეკვეთების მიღება, დამუშავება და პროდუქციის დროული მიწოდების კოორდინაცია;
** პარტნიორ ობიექტებში რეგულარული ვიზიტები, ყავის მომზადების ხარისხისა და სტანდარტების მონიტორინგი;
** ბარისტებისა და მომსახურე პერსონალის ადგილზე ტრენინგი საჭიროების შემთხვევაში: ყავის მომზადება, საფქვავის კალიბრაცია, ექსტრაქციის პარამეტრები, ჰიგიენა და წმენდა და ხარისხის სტანდარტები;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურება (After-Sales Service), კლიენტების საჭიროებებზე დროული რეაგირება და ტექნიკური მომსახურების კოორდინაცია;
** პოტენციურ კლიენტებზე პროექტების მომზადება მომგებიანობის კუთხით.
** რეპორტინგი ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** სტუმარ მასპინძლობის ან/და გაყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
** ყავის, ესპრესოს ექსტრაქციისა და მომზადების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** საქმიანი მიმოწერისა და საოფისე პროგრამების (Excel, Word, PowerPoint) ცოდნა;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

რას გთავაზობთ

** საერთაშორისო იტალიური ყავის ბრენდთან მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიულ განვითარებას ყავის ინდუსტრიაში, გაყიდვებსა და ბიზნესურთიერთობების მართვაში;
** პრაქტიკული და კომერციული უნარების გაღრმავებას, ბრენდის განვითარებაში აქტიურ მონაწილეობას;
** ანაზღაურებას, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად, ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV პირადი შეტყობინებით ან ელფოსტაზე:

ელფოსტის სათაურში მიუთითეთ: Caffè Motta — გაყიდვების განვითარების მენეჯერი.