ბუტიკის მომხმარებელთა მრჩეველი
კომპანია Bound Solutions პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: პოზიცია: ბუტიკის მომხმარებელთა მრჩეველი (boutique customer advisor) ხელფასი: 1, 500-1, 800 ლარი (NET) მდებარეობა: თბილისი, ვაკე ძირითადი მოვალეობები: ** თითოეული სტუმრისთვის გამორჩეული, პერსონალიზებული მომსახურების უზრუნველყოფა; ** მომხმარებლის სტილის, საჭიროებებისა და მოლოდინების გააზრება და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება; ** გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და მომხმარებელთა ლოიალობის გაძლიერება; ** VIP მომხმარებლებთან ინდივიდუალური მუშაობა და განსაკუთრებული გამოცდილების შექმნა; ** გაყიდვების პროცესში აქტიური მონაწილეობა და მიზნების შესრულება; ** ბრენდის ესთეტიკისა და ღირებულებების ზუსტი და თანმიმდევრული კომუნიკაცია; ** სივრცის ატმოსფეროსა და ვიზუალური იმიჯის შენარჩუნებაში მონაწილეობა; ** ინდივიდუალური შეკვეთების პროცესში კლიენტის მხარდაჭერა -კონსულტაციიდან მიწოდებამდე; ** მომხმარებლის მოთხოვნების ზუსტი და დეტალური გადაცემა შესაბამის გუნდთან; ** ვიზუალური სტანდარტების დაცვა და დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა; ** მომხმარებელთა მონაცემების მართვა და რეგულარული განახლება CRM სისტემაში; ** მუდმივი კომუნიკაცია მომხმარებელთან და ურთიერთობის განვითარება; ** გაყიდვებთან დაკავშირებული პროცესებისა და ჩანაწერების ზუსტი მართვა; ** გუნდთან კოორდინირებული მუშაობა და საერთო მიზნების მხარდაჭერა; ** შიდა სტანდარტებისა და სერვისის კულტურის დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საცალო ვაჭრობის, მოდის, ლუქს ან სერვისზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის გამოცდილება; ** გაყიდვების პროცესისა და მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის გამოცდილება; ** CRM სისტემებთან ან მსგავს პროგრამებთან მუშაობის საბაზისო უნარები; ** ძლიერი პრეზენტაციისა და კონსულტაციის უნარები; ** გამართული, დახვეწილი და პროფესიონალური კომუნიკაციის უნარი; ** ინგლისური ენის კარგი ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); ** მომხმარებელზე ორიენტირებული აზროვნება და მოქნილობა; ** დეტალებზე, ხარისხსა და სერვისის მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებულობა; ** ინტერესი მოდის, დიზაინისა და ინდივიდუალური სტილის მიმართ; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.