ბუღალტრის დამხმარე- ქუთაისი/ბაღდათი — კურორტი საირმე

კურორტი საირმე

ბუღალტრის დამხმარე- ქუთაისი/ბაღდათი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
"კურორტი საირმე" ქმნის სივრცეს არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ პროფესიული რეალიზაციისთვის. ბუნების გულში, სუფთა ჰაერსა და უნიკალურ გარემოში, თუ გსურს იმუშაო ადგილას, სადაც ყოველდღე ბუნება გაძლევს ენერგიას, სიმშვიდე კი გაძლევს ფოკუსს — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარის პოზიციაზე.

განვიხილავთ ნაკლები გამოცდილების მქონე კანდიდატებსაც. საბუღალტრო მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აუცილებელი არ არის — მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობის გრძნობა, ყურადღებიანობა და პროფესიული განვითარების სურვილი.

ძირითადი მოვალეობები:

** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება და მოწესრიგება;
** მიღებული და გაცემული ანგარიშ-ფაქტურების აღრიცხვა;
** სასაქონლო ზედნადებებისა და სხვა სააღრიცხვო დოკუმენტების კონტროლი;
** მონაცემების საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;
** დოკუმენტაციისა და ფინანსური ინფორმაციის სისტემატიზაცია;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვაში მონაწილეობა;
** ბუღალტრული ანგარიშგებების მომზადებაში დახმარება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა შესაბამისი მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების ან შესაბამისი მიმართულებით;
** ბუღალტრული აღრიცხვის საბაზისო ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე და ორგანიზებულობა;
** სწავლისა და ახალი ცოდნის მიღების სურვილი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პრაქტიკული გამოცდილების მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** სამუშაო პროცესში ცოდნის გაღრმავებას;
** მეგობრულ და თანამშრომლობაზე ორიენტირებულ გარემოს.

ჩვენ გთავაზობთ

** კონკურენტულ ანაზღაურებას
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** კვება
** ტრანსპორტირება უფასო
** დაზღვევა