ბუღალტერი — ოდა ქორთიარდ კოლექშენი

ოდა ქორთიარდ კოლექშენი

ბუღალტერი

₾3000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
"ოდა ქორთიარდ კოლექშენი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანამდებობაზე.

ანაზღაურება: 2000 - 3000 ლარი NET (ხელზე ასაღები) — განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 10:00-დან 19:00 საათამდე (ორშაბათი-პარასკევი)
სამუშაო ფორმატი: მხოლოდ ოფისიდან (ადგილზე). დისტანციური ან ჰიბრიდული მუშაობის ფორმატი არ განიხილება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული ოპერაციები: ბუღალტრული გატარებების შესრულება, მონიტორინგი და ანგარიშების დახურვა;
** ფინანსური მართვა: საბანკო ოპერაციების წარმოება, გადარიცხვების მართვა, მოთხოვნებისა და ვალდებულებების აღრიცხვა;
** აქტივებისა და ხარჯების კონტროლი: ხარჯების, მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა (ცვეთის დარიცხვა და დამუშავება);
** საგადასახადო და დოკუმენტალური უზრუნველყოფა: ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების (ა.ფ.) ატვირთვა/კონტროლი RS.ge-ზე; ხელფასების დარიცხვა;
** სპეციფიკური ოპერაციები: იმპორტის ოპერაციების სრული აღრიცხვა და შესაბამისი გატარებები;
** ანგარიშგება და დეკლარირება: ფინანსური ანგარიშგების შედგენა და საგადასახადო დეკლარაციების მომზადების პროცესში აქტიური ჩართულობა;
** სხვა დავალებები: მთავარი ბუღალტრის მიერ განსაზღვრული სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია ბუღალტრული აღრიცხვის პროცესთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამოცდილება: მინიმუმ 1-2 წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება ბუღალტერიის სფეროში;
** პროგრამული უზრუნველყოფა: საბუღალტრო პროგრამებში ORIS 5 / ORIS 7 მუშაობის გამოცდილება და Microsoft Office-ის (Word, Excel) მაღალ დონეზე ფლობა;
** საკანონმდებლო ბაზა: საქართველოს საგადასახადო კოდექსის, ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და სტანდარტების კარგი ცოდნა;
** სერტიფიკატები: ACCA-ის პირველი დონის ფლობა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინა, თავდადება და დროის სწორი მართვა;
** რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად (Multitasking) და წინასწარ გაწერილ ვადებში (Deadline) მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას: 2000 - 3000 ლარი NET (კვალიფიკაციის შესაბამისად);
** სტაბილურ, მზარდ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
** გუნდს, რომელიც ორიენტირებულია ხარისხსა და განვითარებაზე.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ,