უმცროსი ბუღალტერი — ibis Tbilisi Airport

ibis Tbilisi Airport — ლოგო
ibis Tbilisi Airport

უმცროსი ბუღალტერი

₾2300 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
ჩვენი გუნდი ეძებს მოტივირებულ და პასუხისმგებლიან პროფესიონალს, რომელიც იქნება ფინანსური დეპარტამენტის მნიშვნელოვანი წევრი.

შესასრულებელი მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტების დამუშავება/დაარქივება;
** შემოსავლებისა და დებიტორული დავალიანებების აღრიცხვა;
** ანგარიშ-ფაქტურების გაწერა კორპორატიული კლიენტებისთვის;
** შემოსავლებისა და დებიტორული დავალიანებების რეპორტების წარმოება;
** საბანკო გადარიცხვების წარმოება;
** ყოველთვიური ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საბუღალტრო სფეროში მუშაობის მინინუმ 1 წლიანი გამოცდილება (Hospitality სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (Balance-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** ჩამოთვლილ პროგრამებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად: Opera, Simphony, Materials Control.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:30-18:30);
** სამუშაო ადგილი: თბილისი, სამგორი, აეროპორტი;
** ხელფასი: 1800 ლარი NET გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში; 2300 ლარი NET გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ;
** გამოსაცდელი პერიოდი 6 თვე.

რას გთავაზობთ ჩვენ?

** შესაძლებლობას იმუშაო თანამედროვე სტანდარტების მქონე, დინამიკურ ორგანიზაციაში;
** კარიერული განვითარებისა და პროფესიული ზრდის პერსპექტივას;
** მეგობრულ და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებას;
** ტრანსპორტირებას.

თუ ფლობ მაღალი პასუხისმგებლობის უნარს, გამართული კომუნიკაციისა და გაქვს ფინანსურ-ბუღალტრული ოპერაციების მართვის გამოცდილება - მაშინ ეს პოზიცია შენთვისაა!

გამოაგზავნე CV

ელ ფოსტის მისამართებზე და გახდი ჩვენი გუნდის ნაწილი!