ბუღალტერი
აუდიტორული კომპანია "ბუქქიფერსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე. ბუღალტერიის და აუთსორსინგის დეპარტამენტში.
ძირითადი ფუნქციები:- პირველადი დოკუმენტაციის მიღება, წარმოება და საბუღალტრო ბაზაში ასახვა;
- საბანკო გადარიცხვების წარმოება;
- სალაროს/ბანკის ოპერაციების ყოველდღიური ასახვა ბუღალტრულ პროგრამებში და მათი კონტროლი;
- ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, სისწორის კონტროლი და წარდგენა საგადასახადო ორგანოში;
- საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად სხვადასხვა ანგარიშგებების მომზადება (სტატისტიკა, საპენსიო ფონდი და ა.შ.);
- saras.gov.ge-ზე ანგარიშგებების წარდგენა;
- ხელმძღვანელის დავალებების შესრულება / ბუღალტრის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
- ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველის სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება);
- საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- ACCA სერთიფიკატის მქონე კანდიდატებს მიენიჭება უპირატესობა;
- სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B2);
- MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- სასურველია საბუღალტრო პროგრამა "ბალანსი" ცოდნა;
- სასურველია სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- ანალიტიკური/მათემატიკური აზროვნების უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დროის მართვის უნარი;
- გუნდურობა;
- შრომისმოყვარეობა.
- სამუშაო ადგილი: თბილისი, თამარ სხირტლაძის ქ. N29
- სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო განაკვეთი (10:00-19:00)
- ხელფასი: 2000 ლარიდან ხელზე გასაცემი, ზრდის პერსპექტივით პროექტებიდან გამომდინარე
- გამოსაცდელი ვადა: 6 თვე