ბრენდის მენეჯერი — Sol de Janeiro

Sol de Janeiro — ლოგო
Sol de Janeiro

ბრენდის მენეჯერი

₾8000 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

მსოფლიოში აღიარებული პრემიუმ beauty ბრენდი "Sol de Janeiro" საქართველოში ოფიციალურად შემოდის!

თუ გსურს მართო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი საერთაშორისო სილამაზის ბრენდი, შექმნა ძლიერი მარკეტინგული კამპანიები, იმუშაო გლობალურ პარტნიორებთან და რეალური გავლენა მოახდინო ბრენდის განვითარებაზე საქართველოს ბაზარზე, ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

"ლოქსიტან ჯგუფის" წარმომადგენლობა საქართველოში ეძებს ბრენდის მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება "Sol de Janeiro"-ს წარმატებულ განვითარებასა და პოზიციონირებაზე ადგილობრივ ბაზარზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • ბრენდის გლობალური სტრატეგიის ადაპტირება და ეფექტური განხორციელება საქართველოს ბაზარზე;
  • წლიური მარკეტინგული და საკომუნიკაციო გეგმის შემუშავება და მართვა;
  • ბრენდის ცნობადობისა და მომხმარებელთა ჩართულობის ზრდის უზრუნველყოფა;
  • PR, Influencer Marketing, Digital Marketing და სხვა სარეკლამო აქტივობების დაგეგმვა და კოორდინაცია;
  • ახალი პროდუქტების ბაზარზე გაშვების (Product Launch) პროცესის მართვა;
  • ბრენდის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია;
  • ბაზრის, მომხმარებლის ქცევისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
  • სავაჭრო წერტილებში ბრენდის სტანდარტების და ვიზუალური წარმოდგენის (Merchandising) კონტროლი;
  • ღონისძიებების, პრეზენტაციებისა და სპეციალური აქტივობების ორგანიზება;
  • გაყიდვების, მარკეტინგული აქტივობებისა და ბრენდის შედეგების მონიტორინგი და ანგარიშგება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება ბრენდის მართვის, მარკეტინგის ან კატეგორიის განვითარების მიმართულებით;
  • სასურველია გამოცდილება Beauty, Luxury, FMCG ან Retail სექტორში;
  • საერთაშორისო ბრენდებთან ან პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ახალი პროდუქტების წარმატებით ბაზარზე გაშვების გამოცდილება;
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა (ზეპირი და წერითი);
  • ძლიერი ანალიტიკური, სტრატეგიული და კომუნიკაციის უნარები;
  • პროექტების დამოუკიდებლად მართვის გამოცდილება;
  • შედეგზე ორიენტირებული და ინიციატივიანი მიდგომა;

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ ანაზღაურებას (5000-8000 ლარი ნეტ);
  • ჯანმრთელობის დაზღვევას და დამატებით ბენეფიტებს;
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს;

სამუშაო ადგილი: თბილისი, city tower საბურთალო;

ბრენდის მართვის შესაბამის სამუშაო დროს;

"ვენორა მეიზონი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.