ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი — შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი — ლოგო
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სადოქტორო პროგრამის აკადემიური და კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელობა და განვითარება;
  • პროგრამის შესაბამისობის უზრუნველყოფა თანამედროვე აკადემიურ, კვლევით და საერთაშორისო სტანდარტებთან;
  • პროგრამის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტების განხორციელების კოორდინაცია;
  • პროგრამაში ჩართული აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია;
  • დოქტორანტების კვლევითი საქმიანობის, აკადემიური პროგრესისა და სამეცნიერო განვითარების ხელშეწყობა;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო უნივერსიტეტებთან, კვლევით ცენტრებთან და პროფესიულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განვითარება;
  • დოქტორანტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო კვლევით პროექტებში, კონფერენციებსა და სამეცნიერო პუბლიკაციებში ჩართულობის ხელშეწყობა;
  • აკადემიური კეთილსინდისიერებისა და კვლევის ეთიკის პრინციპების დაცვის ხელშეწყობა;
  • პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფის, თვითშეფასებისა და აკრედიტაციის პროცესებში მონაწილეობა;
  • პროგრამის განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი ინიციატივების განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამის სფეროში;
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება - მინიმუმ 6 წელი;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავების ან განვითარებისათვის საჭირო ცოდნა და გამოცდილება;
  • ბოლო 3 წლის განმავლობაში საერთაშორისო ინდექსის მქონე რეფერირებად (peer-reviewed) ჟურნალში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომით და/ან პრაქტიკული/შემოქმედებითი/საშემსრულებლო პროექტი;
  • სასურველია დოქტორანტების/კვლევითი ნაშრომების ხელმძღვანელობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამები - MS Office;
  • ინგლისური ენა - მინიმუმ B2+ დონეზე;