რანკო
ბიზნეს საკრედიტო ანალიტიკოსი
₾7000
ახალი
ადგილზე
სრული განაკვეთი
"რანკო" ბიზნესებს ეხმარება დაფინანსების მოძიებაში, სხვადასხვა ბანკის შეთავაზებების მიღებასა და მათთვის შესაფერისი პირობების შერჩევაში. ამ ეტაპზე ვაფართოებთ ბიზნესსესხების მიმართულებას და ვეძებთ გამოცდილ ბიზნეს საკრედიტო ანალიტიკოსს, რომელიც კლიენტის განაცხადის შემოსვლიდან დაფინანსების მიღებამდე გაუძღვება პროცესს.
რას გთავაზობთ
** სრულად დისტანციურ სამუშაო ფორმატს.
** 3 000 ლარის ფიქსირებულ ყოველთვიურ ანაზღაურებას და ბონუსს გაცემული სესხების მიხედვით.
** შედეგებზე დამოკიდებულ საორიენტაციო ჯამურ შემოსავალს 5 000-7 000 ლარის ფარგლებში.
რას გააკეთებთ
** შემოსული ლიდების საფუძველზე დაუკავშირდებით ბიზნესკლიენტებს, გაარკვევთ მათი დაფინანსების საჭიროებას და შეაგროვებთ აუცილებელ ინფორმაციას.
** დაამუშავებთ განაცხადებს და შეაფასებთ ბიზნესის ფინანსურ მდგომარეობას, შემოსავლებს, ხარჯებს, ვალდებულებებსა და ფულად ნაკადებს.
** მოამზადებთ განაცხადებსა და ფინანსურ ანალიზის სრულ პაკეტს ბანკის საკრედიტო კომიტეტზე წარსადგენად.
** ბანკებთან წარმართავთ კომუნიკაციას, უპასუხებთ მათ კითხვებს და საჭიროების შემთხვევაში მიაწვდით დამატებით ინფორმაციას.
** მიიღებთ ბანკების საკრედიტო გადაწყვეტილებებსა და შეთავაზებებს, აუხსნით კლიენტებს პირობებს და დაეხმარებით არჩევანის გაკეთებაში.
** კლიენტს მხარდაჭერას გაუწევთ მთელი პროცესის განმავლობაში — განაცხადიდან სესხის გაცემამდე.
** მოგვაწვდით რეკომენდაციებს პლატფორმის პროცესების გასაუმჯობესებლად.
რას ვითხოვთ
** მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება ბიზნესსესხების ანალიტიკოსად ან ბიზნესის საკრედიტო ანალიზის მიმართულებით, მათ შორის ვაჭრობის, წარმოების და მშენებლობის სფეროებში — ეს აუცილებელი პირობაა.
** ფინანსური ანგარიშგების, ფულადი ნაკადებისა და ბიზნესის გადახდისუნარიანობის დამოუკიდებლად შეფასების უნარი.
** Excel-ის კარგად ცოდნა და ფინანსური ინფორმაციის გასაგებად, მოკლედ გადმოცემის უნარი.
** კარგი კომუნიკაციის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა და რამდენიმე განაცხადზე ერთდროულად მუშაობის გამოცდილება.
** უპირატესობა იქნება: ბანკში მცირე და საშუალო ბიზნესის (არა მიკრო ბიზნესი) საკრედიტო ანალიზის გამოცდილება.