ბიბლიოთეკარი — გია მურღულიას უნივერსალური სკოლა

გია მურღულიას უნივერსალური სკოლა

ბიბლიოთეკარი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
გია მურღულიას უნივერსალური სკოლა აცხადებს ვაკანსიას ბიბლიოთეკარის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** სკოლის ბიბლიოთეკის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მართვა;
** წიგნადი ფონდის მოწესრიგება, აღრიცხვა, კატალოგიზაცია და განახლება;
** მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის საჭირო ლიტერატურის მოძიებასა და შერჩევაში დახმარება;
** წიგნების გაცემა-დაბრუნების პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
** ბიბლიოთეკაში მოწესრიგებული, უსაფრთხო და სასწავლო პროცესზე მორგებული გარემოს უზრუნველყოფა;
** მოსწავლეებში კითხვის კულტურის, წიგნიერებისა და წიგნებისადმი ინტერესის განვითარების ხელშეწყობა;
** მოსწავლეებისთვის ასაკისა და ინტერესების შესაბამისი ლიტერატურის შერჩევა და რეკომენდაციების შეთავაზება;
** კითხვის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა აქტივობის, თემატური შეხვედრისა და საგანმანათლებლო ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** მასწავლებლებთან თანამშრომლობა სასწავლო პროცესის მხარდასაჭერად და შესაბამისი რესურსების მოსამზადებლად;
** ინგლისურენოვანი წიგნებისა და საგანმანათლებლო რესურსების მოწესრიგება და მათი გამოყენების ხელშეწყობა;
** ბიბლიოთეკის რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
** ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული, პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ბავშვებთან და მოზარდებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** წიგნებისა და კითხვის კულტურის პოპულარიზაციის ინტერესი;