ბეტონის კონსტრუქციების წარმოების მენეჯერი — პრაიმ ბეტონი

samushao.ge
პრაიმ ბეტონი — ლოგო
პრაიმ ბეტონი პრემიუმი

ბეტონის კონსტრუქციების წარმოების მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ფოთი · ადგილზე სრული განაკვეთი

სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ აცხადებს ვაკანსიას ბეტონის კონსტრუქციებისწარმოების მენეჯერის პოზიციაზე.

 

"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს. 

 

კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: www.primeconcrete.ge

 

ჩვენ გთავაზოვბთ:

▪ მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

▪ პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას 

▪ კონკურენტულ სამუშაო პირობებს

 

ვაკანსიის დასახელება: ბეტონის კონსტრუქციების წარმოების მენეჯერი 

სამუშაო ადგილი: ფოთი

სამუშაო განაკვეთი: სრული

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

• უმაღლესი განათლება სამშენებლო, სამოქალაქო ან შესაბამისი ტექნიკური მიმართულებით;

• საწარმოო პროცესების მართვის სფეროში მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;

• სასურველია გამოცდილება რკინაბეტონის კონსტრუქციების, პრეკასტ ელემენტების ან ხიმინჯების წარმოების მიმართულებით;

• ბეტონის ტექნოლოგიისა და სამშენებლო წარმოების პროცესების ცოდნა;

• სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

• MS Office პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;

 

 

მოვალეობები:

• ხიმინჯებისა და სხვა რკინაბეტონის კონსტრუქციების წარმოების პროცესის სრულიმართვა;

• ყოველდღიური საწარმოო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და კოორდინაცია;

• წარმოების მოცულობის გეგმის განსაზღვრა, სამშენებლო დეპარტემენტის და გარეგაყიდევების მიერ მოწოდებული შეკვეთების მიხედვით;

• საწარმოო პერსონალის მართვა, დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი;

• წარმოების გრაფიკის შედგენა და ვადების შესრულების უზრუნველყოფა;

• ნაწარმოები პროდუქციის ხარისხის კონტროლი, ხარვეზების გამოვლენა და აღმოფხვრა;

• ნაწარმოები პროდუქციის აღრიცხვა და მონიტორინგი;

• ლოჯისტიკის დაგეგმვა და პროცესის ეფექტურობის კონტროლი;

• წარმოების პროცესში გამოყენებული ბეტონის, არმატურის, ყალიბებისა და სხვამასალების მარაგების აღრიცხვა, ეფექტიანი გამოყენების კონტროლი;

• წარმოების ეფექტიანობის გაზრდისა და პროცესების გაუმჯობესების ინიციატივებისშემუშავება;

• წარმოებაში გამოყენებული დანადგარებისა და აღჭურვილობის გამართული მუშაობისკონტროლი;

• შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებისშესრულების უზრუნველყოფა;

• წარმოების ანგარიშგების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის რეგულარულიინფორმაციის მიწოდება;

• ტექნიკურ, ლოჯისტიკურ და ხარისხის კონტროლის გუნდებთან ეფექტური კოორდინაცია.

 

       აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

• ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

• გუნდში მუშაობის უნარი;

• ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;

• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

• პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;

• სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი

 

 

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.

 

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ