ბარისტა, მიმტანი, მზარეულის დამხმარე — Maizen

Maizen

ბარისტა, მიმტანი, მზარეულის დამხმარე

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

Maizen აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:

1. ბარისტა

მდებარეობა: თბილისი, ვაკე

ძირითადი მოვალეობები:

  • ყავისა და სხვა ცხელი/ცივი სასმელების მომზადება;
  • ყავის აპარატთან და აღჭურვილობასთან მუშაობა;
  • სტუმრებთან პროფესიონალური კომუნიკაცია;
  • სამუშაო სივრცის და აღჭურვილობის სისუფთავის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბარისტას პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ყავის მომზადების ტექნიკის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

2. მიმტანი

მდებარეობა: თბილისი, ვაკე

ძირითადი მოვალეობები:

  • სტუმრების თავაზიანი მიღება და მომსახურება;
  • შეკვეთების დროული მიღება და გადაცემა;
  • მენიუს სრულყოფილი ცოდნა და სტუმრებისთვის კონსულტაციის გაწევა;
  • საჭიროების შემთხვევაში სალარო ოპერაციების შესრულება;
  • სამუშაო სივრცის და აღჭურვილობის სისუფთავის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • სტუმრებზე ორიენტირებული მიდგომა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

3. მზარეულის დამხმარე

ძირითადი მოვალეობები:

  • მზარეულის დახმარება ყოველდღიურ სამუშაო პროცესში;
  • პროდუქტების მომზადება და პირველადი დამუშავება;
  • სამზარეულოს სამუშაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგების უზრუნველყოფა;
  • მზარეულის მითითებების შესაბამისად კერძების მომზადების პროცესში დახმარება;
  • პროდუქტების სწორად შენახვისა და გამოყენების წესების დაცვა;
  • HACCP-ისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა;
  • სამზარეულოში წესრიგისა და სამუშაო პროცესის ეფექტურად წარმართვაში მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მზარეულის დამხმარის ან სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • პროდუქტების პირველადი დამუშავების ტექნიკის ცოდნა;
  • სწრაფ და დატვირთულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინირებულობა;
  • სისუფთავისა და მოწესრიგებულობის მაღალი სტანდარტი;
  • ინსტრუქციებისა და სამუშაო სტანდარტების ზუსტად შესრულების უნარი;

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ