B2B გაყიდვების მენეჯერი
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ კომპანიის ვებგვერდს: easy.com.ge.
ვეძებთ აქტიურ და შედეგზე ორიენტირებულ B2B გაყიდვების მენეჯერს, რომელიც განავითარებს HoReCa მიმართულებას და "იზის" პროდუქტებს შესთავაზებს სასტუმროებს, რესტორნებს, კაფეებს, ქეითერინგის კომპანიებსა და სხვა კვების ობიექტებს.
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტების მოძიება, დაკავშირება და შეხვედრების ორგანიზება;
** კლიენტებთან რეგულარული ვიზიტების განხორციელება თბილისში, ხოლო საჭიროების შემთხვევაში - რეგიონებში;
** "იზის" პროდუქციის პრეზენტაცია, კლიენტის საჭიროებების განსაზღვრა და შესაბამისი პროდუქტების შეთავაზება;
** კომერციული შეთავაზებების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
** არსებულ პარტნიორებთან განმეორებით შეკვეთებსა და გაყიდვების ზრდაზე მუშაობა;
** შეკვეთების მიღება და მიწოდების პროცესის კოორდინაცია შესაბამის გუნდთან;
** შეთანხმებული გაყიდვების გეგმის შესრულება;
** კლიენტების ბაზის წარმოება და გაყიდვების შედეგების შესახებ რეგულარული ანგარიშგება;
** ბაზრის, კონკურენტებისა და კლიენტების მოთხოვნების შესწავლა.
კვალიფიკაცია და აუცილებელი უნარები:
** უმაღლესი განათლება;
** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მოლაპარაკებებისა და პროდუქტის პრეზენტაციის უნარი;
** ახალი კლიენტების აქტიურად მოძიებისა და მოზიდვის გამოცდილება.
უპირატესობად ჩაითვლება:
** HoReCa სექტორში მუშაობის გამოცდილება და არსებული საქმიანი კონტაქტები;
** საყოფაცხოვრებო, ან სწრაფად მოხმარებადი პროდუქტების გაყიდვის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
** დისტანციურ სამუშაოს, კლიენტებთან ადგილზე შეხვედრებით;
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
** ფიქსირებულ ანაზღაურებას და გაყიდვების შედეგებზე მიბმულ ბონუსს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სატელეფონო ლიმიტს;
** შესაძლებლობას, მონაწილეობა მიიღოთ "იზის" ახალი გაყიდვების მიმართულების განვითარებაში.