აზიური სამზარეულოს შეფ-კონსულტანტი
არსებული კვების ობიექტი აცხადებს ვაკანსიას აზიური სამზარეულოს შეფ-კონსულტანტის პოზიციაზე.
ვგეგმავთ ჩვენს მოქმედ კვების ობიექტში თანამედროვე აზიური სამზარეულოს მიმართულების დამატებას, რომელიც მიტანისა სერვისზე (Delivery) იქნება ორიენტირებული.
კონცეფცია მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა:
- სუში და სხვადასხვა სახეობის როლები;
- აზიური ნუდლსები / ატრიის კერძები;
- Wok-ზე მომზადებული კერძები;
- შემწვარი ბრინჯი სხვადასხვა დანამატით — ქათმით, საქონლის ხორცით, ზღვის პროდუქტებით ან ბოსტნეულით;
- აზიური სტილის სუპები, მათ შორის Ramen, Tom Yum და მსგავსი ტიპის კერძები;
ვეძებთ გამოცდილ ადამიანს, რომელიც სრულად დაგვეხმარება აღნიშნული მიმართულების კონცეფციის შექმნაში, მენიუს ფორმირებაში, სტანდარტიზაციასა და შემდგომ განვითარებაში.
შენი როლი იქნება:
- კონკურენტუნარიანი და Delivery-ზე მორგებული აზიური მენიუს შემუშავება;
- სუშის, როლების, ნუდლსების, Wok კერძების, შემწვარი ბრინჯის, აზიური სუპებისა და სხვა შესაბამისი კერძების რეცეპტურის შექმნა;
- ინგრედიენტების ზუსტი ჩამონათვალის, გრამაჟების, გამოსავლიანობისა და პორციის სტანდარტის განსაზღვრა;
- თითოეული კერძის მომზადების ტექნოლოგიისა და სამუშაო პროცესის სტანდარტიზაცია;
- საჭირო ნედლეულის, სოუსების, სანელებლებისა და ნახევარფაბრიკატების შერჩევა;
- არსებული სამზარეულოს თანამშრომლების პრაქტიკული გადამზადება აზიური კერძების მომზადების მიმართულებით;
- მზარეულებისთვის კერძის მომზადების სწავლება;
- ობიექტზე (პერიოდულად) კერძების გემოს, ხარისხის, ვიზუალის, გრამაჟისა და სტაბილურობის კონტროლი;
- ახალი მზარეულის დამატების შემთხვევაში მისი შესაბამისი გადამზადება და სტანდარტებში ჩართვა;
- პერიოდული ვიზიტები ობიექტებზე და ხარისხის კონტროლი;
- მენიუს პერიოდული ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში ახალი კერძების დამატება, არსებული პოზიციების გაუმჯობესება ან ჩანაცვლება;
მოთხოვნები:
- აზიური / Pan-Asian სამზარეულოს მიმართულებით პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება;
- სუშისა და როლების, ნუდლსების, Wok კერძების, აზიური ბრინჯის, სუპებისა და სოუსების მომზადების გამოცდილება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა;
რას გთავაზობთ:
- შესაძლებლობას, ნულიდან ჩამოაყალიბოთ და განავითაროთ აზიური სამზარეულოს დამოუკიდებელი მიმართულება;
- მუშაობას უკვე მოქმედ კვების ობიექტთან და არსებულ სამზარეულოს გუნდთან;
- თავისუფალ და მოქნილ სამუშაო ფორმატს;
- არ არის აუცილებელი ობიექტზე ყოველდღიური ყოფნა — საწყისი ეტაპის დასრულების შემდეგ თანამშრომლობა ძირითადად მოიცავს პერიოდულ ვიზიტებს, ხარისხის კონტროლს, გუნდის ტრენინგსა და მენიუს განვითარებას;
- გრძელვადიან თანამშრომლობას წარმატებული კონცეფციის შემთხვევაში;
- ანაზღაურების მოტივაციურ სისტემას — აზიური სამზარეულოს მიმართულებიდან მიღებული შემოსავლის შეთანხმებული პროცენტი.
სამუშაო ფორმატი:
- ადგილმდებარეობა: თბილისი, ცენტრალური საბურთალო;
- დასაქმების ფორმა: მოქნილი / საკონსულტაციო თანამშრომლობა;
- საწყის ეტაპზე საჭიროა პროექტში აქტიური ჩართულობა — მენიუს შექმნა, ტექნიკური ბარათების მომზადება, კერძების ტესტირება და გუნდის გადამზადება;
- შემდგომ ეტაპზე — პერიოდული ვიზიტები, ხარისხის კონტროლი, ახალი თანამშრომლების ტრენინგი და მენიუს პერიოდული განახლება;
- ანაზღაურება: აზიური სამზარეულოს მიმართულებიდან მიღებული შემოსავლის შეთანხმებული პროცენტი.
დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.