ავტომობილების დიაგნოსტიკისა და პროგრ. უზრუნველყოფის მენეჯერი — სმოტორსი

სმოტორსი — ლოგო
სმოტორსი

ავტომობილების დიაგნოსტიკისა და პროგრ. უზრუნველყოფის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ს მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ავტომობილების დიაგნოსტიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ ვეძებთ გამოცდილ, მაღალკვალიფიციურ და ტექნოლოგიური სიახლეების მიმართ ინტერესის მქონე პროფესიონალს, რომელიც სათავეში ჩაუდგება ჩვენი სერვისცენტრის დიაგნოსტიკისა და ელექტრონიკის მიმართულებას.

სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-შაბათი).

ადგილმდებარეობა: თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის 116 (ყოფილი კაიროს 37)

ძირითადი მოვალეობები:

  • ავტომობილების რთული ელექტრონული სისტემების ღრმა კომპიუტერული დიაგნოსტიკა და ხარვეზების ზუსტი იდენტიფიცირება;
  • ავტომობილის მართვის ბლოკების პროგრამირება, კოდირება, ადაპტაცია და კლონირება;
  • მულტიმედია სისტემების, ნავიგაციისა და უსაფრთხოების სისტემების პროგრამული განახლება;
  • სერვისცენტრის სადიაგნოსტიკო აპარატურის და პროგრამული ბაზების მუდმივი განახლების კონტროლი

მოთხოვნები კანდიდატის მიმართ:

  • მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება ავტომობილების დიაგნოსტიკისა და ელექტრონიკის სფეროში;
  • სადიაგნოსტიკო პროგრამების სრულყოფილი ფლობა;
  • ავტომობილის კომპიუტერული ქსელების მუშაობის პრინციპების ღრმა ცოდნა;
  • ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ტექნიკურ დონეზე (დოკუმენტაციასთან მუშაობისთვის);
  • ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და გუნდის მართვის უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ:

  • კონკურენტუნარიან და მზარდ ანაზღაურებას (კვალიფიკაციის შესაბამისად);
  • თანამედროვე აპარატურითა და ხელსაწყოებით აღჭურვილ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს.

კომპანია "სმოტორსი" უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!