ავტოგასამართი სადგურის მენეჯერი- ქვემო ქართლი — ნავთობკომპანია ქონექთი

ნავთობკომპანია ქონექთი — ლოგო
ნავთობკომპანია ქონექთი

ავტოგასამართი სადგურის მენეჯერი- ქვემო ქართლი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Connect/ქონექთი" — წარმატებული ქართული ნავთობკომპანია, რომელიც 2014 წლიდან ოპერირებს ადგილობრივ ბაზარზე. კომპანია დღეს ფლობს 150-ზე მეტ ობიექტს მთელი საქართველოს მასშტაბით და ყოველდღიურად ავითარებს პროდუქტებსა და მომსახურებას მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით.

ჩვენი გუნდი ისწრაფვის ლიდერობისკენ: ვიყოთ ის ბრენდი, რომელიც განსაზღვრავს სტანდარტს ამ სფეროში.

"Connect/ქონექთი" აცხადებს ვაკანსიას ავტოგასამართი სადგურის მენეჯერის პოზიციაზე ქვემო ქართლის რეგიონში.

პირობები:

  • ადგილმდებარეობა: ქვემო ქართლი;
  • სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად).

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ავტოგასამართი სადგურის ყოველდღიური მუშაობის ორგანიზება და მონიტორინგი;
  • ცვლების მართვა და ფინანსური ოპერაციების კონტროლი;
  • ნავთობპროდუქტების მიღების, აღრიცხვისა და ინვენტარიზაციის უზრუნველყოფა;
  • სალაროსა და ტერმინალების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ინფრასტრუქტურისა და ტექნიკური პროცესების კონტროლი;
  • თანამშრომლების სამუშაო პროცესის დაგეგმვა, მართვა და მოტივირება;
  • დისციპლინისა და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
  • შრომის უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო ნორმების შესრულების კონტროლი;
  • საგაგანგებო სიტუაციებზე დროული რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • სასურველია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • უპირატესობა მიენიჭება საცალო გაყიდვებისა და ნავთობის ინდუსტრიაში გამოცდილებას;
  • გუნდის მართვის გამოცდილება;
  • MS Office-ის საბაზისო ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მართვისა და დელეგირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან დარეზერვდეს სხვა შესაბამისი ვაკანსიისთვის. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით.

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

წარმატებას გისურვებთ!