ავტო ცენტრის ხელმძღვანელი
კომპანია "სმოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ავტო ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ძირითადი მიმართულება: ავტოსერვისი, მაღაზია და საწყობი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ადგილმდებარეობა: თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის 116 (ყოფილი კაიროს ქუჩა)
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი გაყიდვებიდან
კომპანიის შესახებ:
კომპანია "სმოტორს"- ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების, იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- გუნდის დაკომპლექტება, მართვა და განვითარება.
- გაყიდვების ზრდის სტრატეგიის დაგეგმვა და შესრულება.
- კორპორაციული პარტნიორების (კომპანიების) დროული და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა.
- ავტოსერვისის (მექანიკოსების), ავტონაწილების მაღაზიისა და საწყობის ყოველდღიური საქმიანობის დაორგანიზება და მართვა.
- პროგრამულად ნაშთების კონტროლი და პერიოდული ინვენტარიზაცია.
- სათადარიგო ნაწილების მარაგებისა და შესყიდვების მართვა.
- ფინანსური მაჩვენებლების, გაყიდვების და ნაშთების ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე (სასურველია ავტოსერვისის, ავტონაწილების ან ლოჯისტიკის სფეროში)
- ავტომობილის აგებულებისა და სათადარიგო ნაწილების სპეციფიკის კარგად ცოდნა.
- ლიდერული უნარები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი.
რას გთავაზობთ:
- კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას.
- დამატებით ბონუსს გაყიდვების შედეგებიდან გამომდინარე.
- სტაბილურ სამუშაო გარემოს და განვითარების შესაძლებლობას.
კომპანია "სმოტორს"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.