ავიაბილეთების ოპერატორი- ქუთაისი
Avia.ge აცხადებს ვაკანსიას ავიაბილეთების ოპერატორის პოზიციაზე ქალაქ ქუთაისში.
"Avia.ge" არის ავიაბილეთების სააგენტო, რომელიც მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს ავიაბილეთების შეძენას ყველაზე დაბალ ფასად. ვეძებთ გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ და ენერგიულ ადამიანებს.
თუ ხართ ორიენტირებული, გახდეთ კოლეგიალური, მეგობრული, პროფესიონალი, განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრი, მაშინ "Avia.ge" ის ადგილია, სადაც უნდა გამოავლინოთ თქვენი პროფესიული უნარები!
ფუნქცია-მოვალეობები:
- ავიაბილეთების ფასების შემოწმება, მომხმარებლისათვის შეთავაზება და დაჯავშნა-გამოწერა;
- ოფისში მოსული მომხმარებლის მომსახურება;
- სატელეფონო ხაზისა და სოციალურ ქსელების მეშვეობით მოსული მომხმარებლის მომსახურება;
- მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა წყაროების დახმარებით;
- პოტენციურ მომხმარებელთან კომუნიკაციის დამყარება;
- არსებულ მომხმარებელთან ურთიერთობის გაღრმავება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საოფისე კომპიუტერული პროგრამებისა და საძიებო სისტემების გამოყენების ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა (აუცილებელია);
- რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია);
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილებით.
კომპეტენციები და უნარები:
- წერითი და ვერბალური კომუნიკაცია;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- პასუხისმგებლობის აღების უნარი;
- მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- პუნქტუალურობა.
პირობები:
- სამუშაო განაკვეთი: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი + მაღალი საბონუსე სისტემა (1000-3000 ლარამდე გამომუშავების შესაძლებლობით)
- შერჩეული კანდიდატები გაივლიან 2-კვირიან ტრენინგს.
გისურვებთ წარმატებას!