ავეჯის ხელოსანი, ავეჯის კონსტრუქტორი
ავეჯის და კარის მწარმოებელი კომპანია "გრანდი" 2015 წელს დაარსდა. კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფერო სხვადასხვა პროფილის ავეჯისა და MDF-ის კარების წარმოება-რეალიზაციაა. რომელიც უკვე კარგად არის ცნობილი საქართველოს ბაზარზე და დაიმსახურა მომხმარებლის მაღალი შეფასება გონივრული ფასისა და მაღალი ხარისხის გამო. "გრანდი"-ს საწარმო თანამედროვე დაზგა-დანადგარებითა და ტექნოლოგიური ხაზით არის აღჭურვილი. ავეჯის და MDF-ის კარის დამზადებაში გამოყენებულია უახლესი ტექნოლოგიები, ევროპული ხარისხის მასალები, ლაქ-საღებავები და აქსესუარები. შპს "გრანდი" აცხადებს მიღებას ავეჯის ხელოსნის პოზიციაზე, მაღალი ანაზღაურებით. ფუნქცია-მოვალეობები: ** ტექნიკური ნახაზის გარჩევა; ** სხვადასხვა მექანიზმების და მასალის გამოყენებით ავეჯის აწყობა; ** საწარმოში არსებული დანადგარების და ინვენტარის მოვლა, დასუფთავება; ** სამუშაო პროცესში ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ხელმძღვანელის ინფორმირება; ** შრომის უსაფრთხოების და ტექნიკური ნორმების დაცვა. ძირითადი მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 1 წელი. ** შედეგზე და ხარისხზე ორიენტირება; ** დისციპლინა; 2. ავეჯის კონსტრუქტორი ძირითადი მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, მინიმუმ 2-3 წელი (შესაბამისი პროგრამების ცოდნა); ** შედეგზე და ხარისხზე ორიენტირება; ** დისციპლინა. კომპანია გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off)