სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი — დუბექსი

დუბექსი

სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი

შეთანხმებით იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

დუბექსი აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებლის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული

მოვალეობები:

  • სამშენებლო სამუშაოების განხორციელება საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად;
  • სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი, როგორც ყოველდღიურ ჭრილში, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში;
  • პროექტზე დასაქმებული თანამშრომლებისა და ქვეკონტრაქტორების კოორდინაცია. მათთვის სამუშაო გეგმის გაცნობა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა;
  • სამშენებლო მასალებისა და ხელსაწყოების მიღება, აღრიცხვა და სწორად გამოყენების კონტროლი;
  • შესრულებული სამუშაოს მოცულობის აღრიცხვა, ანალიზი და ანგარიშგება (ყოველდღიური ფორმების შევსება);
  • სამუშაოების წარმოებისას სხვა და სხვა აქტების მომზადება (ფარული სამუშაოს აქტი, სამუშაოების წარმოების ჟურნალი და სხვა);
  • უსაფრთხოების სპეციალისტის მითითებების შესრულების უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

  • სამუშაოთა მწარმოებლად მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
  • საპროექტო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის სწორად წაკითხვის უნარი;
  • ტექნიკური და სამშენებლო წესებისა და ნორმების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • პრობლემების სწრაფად და ხარისხიანად გადაჭრის უნარი.