აუდიტის მენეჯერი
აუდიტორული კომპანია "თი ემ სი" აცხადებს ვაკანსიას აუდიტის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროექტების დაგეგმვასა და შესრულებაში მონაწილეობა და მათი მართვა;
- აუდიტის გუნდის ხელმძღვანელობა, სამუშაოს შესრულების კონტროლი და გუნდის წევრებისთვის პროფესიული უკუკავშირის მიცემა;
- აუდიტის სამუშაო დოკუმენტაციის დეტალური მიმოხილვა და შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- აუდიტის ფარგლებში მომზადებული ფინანსური ანგარიშგების, განმარტებითი შენიშვნებისა და სხვა ფინანსური ინფორმაციის ანალიზი;
- აუდიტის შედეგად გამოვლენილი საკითხების, უზუსტობებისა და რისკების შეფასება;
- კლიენტთან დამოუკიდებელი პროფესიული კომუნიკაცია აუდიტის დაგეგმვის, მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ;
- კლიენტისგან ინფორმაციის მოთხოვნა და მიღებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შეფასება.
პროფესიული მოთხოვნები:
- აუდიტის სფეროში მინიმუმ 4 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
- აუდიტის მენეჯერის ან უფროსი აუდიტორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესის სრულად და პრაქტიკულად ცოდნა;
- აუდიტის სამუშაო დოკუმენტაციის მომზადებისა და მიმოხილვის გამოცდილება;
- კლიენტებთან დამოუკიდებელი და პროფესიული კომუნიკაციის გამოცდილება;
- IFRS-ის კარგი ცოდნა;
- ISA-ის ცოდნა და პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილება;
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
- ACCA-ის პროფესიული კვალიფიკაციის მიმართულებით სწავლა;
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
- ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- სამუშაოს შესრულების სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ლიდერული უნარები;
- გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
- პროფესიული ეთიკისა და კეთილსინდისიერების მაღალი სტანდარტი;
- პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა.
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით, 10-დან 19 საათამდე;
გამოსაცდელი პერიოდი: მაქსიმუმ 6 თვე;
ვაკანსიით