ატელიეს მკერავი — Situationist

Situationist — ლოგო
Situationist

ატელიეს მკერავი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
"Situationist" აცხადებს ვაკანსიას ატელიეს მკერავის პოზიციაზე.

გრაფიკი: 5/2
მდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** მაღალი ხარისხის სამკერვალო სამუშაოების შესრულება ბრენდის სტანდარტების შესაბამისად;
** ტანსაცმლის დეტალებზე ორიენტირებული დამუშავება შიდა და გარე ტექნიკების დაცვით;
** ზუსტი, სუფთა და თანაბარი ნაკერების უზრუნველყოფა;
** ქსოვილის ტექსტურის, ფორმისა და ხარისხის სათანადოდ შენარჩუნება მუშაობის ყველა ეტაპზე;
** Draping და moulage ტექნიკებით მუშაობა (მანეკენზე სამოსის კონსტრუქცია);
** ნიმუშების, პროტოტიპებისა და საბოლოო პროდუქციის შეკერვა;
** საჭიროების შემთხვევაში ფიტინგების პროცესში მონაწილეობა და სამოსის იდეალური მორგების უზრუნველყოფა;
** გადაკეთებების, კორექტირებებისა და ტექნიკური ცვლილებების შესრულება;
** კონსტრუქტორთან, დიზაინერთან და ატელიეს გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** სხვადასხვა ტიპის ქსოვილებთან, ტექსტურებსა და ტექნიკურ დეტალებთან მუშაობა;
** სამუშაო პროცესში სამკერვალო ტექნიკისა და შესაბამისი ინვენტარის სწორად და ეფექტურად გამოყენება;
** სამოსის ტექნიკური და ვიზუალური ხარისხის უზრუნველყოფა შესრულების ყველა ეტაპზე;
** სამუშაო სივრცის, ტექნიკისა და მასალების მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** შეკვეთებისა და კოლექციების დადგენილ ვადებში შესრულების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამკერვალო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სამრეწველო საკერავ მანქანებთან (უთო, ოვერლოკი და სხვა შესაბამისი სამკერვალო ტექნიკა) მუშაობის გამოცდილება;
** ნიმუშების, პროტოტიპებისა და საბოლოო პროდუქციის შექმნის გამოცდილება;
** რთული კონსტრუქციისა და ტექნიკური სირთულის მქონე მოდელებზე მუშაობის გამოცდილება;
** სხვადასხვა ტიპის ქსოვილებთან, ტექსტურებთან და კონსტრუქციებთან მუშაობის პრაქტიკული ცოდნა;
** ტანსაცმლის კონსტრუქციისა და სამკერვალო ტექნოლოგიების ცოდნა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობისა და ხარისხიანი ხელით დამუშავებული დეტალების შექმნის უნარი;
** ფიტინგების პროცესში მონაწილეობისა და კორექტირებების შესრულების უნარი;
** გუნდურ გარემოში მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ხარისხის მაღალი სტანდარტების დაცვაზე ორიენტირებულობა;
** ინტერესი მოდის, ხელსაქმისა და მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნის მიმართ.