ატელიეს მკერავი
HAMO Concept ეძებს გამოცდილ ატელიეს მკერავს მუდმივი თანამშრომლობისთვის.
ვეძებთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ინდივიდუალურ სამოსზე მაღალი სიზუსტით მუშაობა და კარგად ესმის ატელიეს სამუშაო კულტურა — კონსტრუქციიდან და მორგებიდან საბოლოო ხელით დამუშავებამდე.
სამუშაო მიმართულებები:
- კოლექციის ნიმუშებისა და ერთეული მოდელების შეკერვა
- ინდივიდუალური შეკვეთების შესრულება, მულაჟთან მუშაობა
- საქორწილო და განსაკუთრებული შემთხვევებისთვის განკუთვნილ სამოსზე მუშაობა
- მორგება და საჭირო კორექტირებები
- ხელით შესრულებული დეტალები და საბოლოო დამუშავება
- დელიკატურ და ნატურალურ ქსოვილებთან მუშაობა
- დიზაინერთან და კონსტრუქტორთან უშუალო თანამშრომლობა
ჩვენთვის მნიშვნელოვანია სიზუსტე, პასუხისმგებლობა, სუფთა შესრულება და დეტალებისადმი განსაკუთრებული ყურადღება.
საქორწილო, საღამოს სამოსისა და მაღალი სამკერვალო ტექნიკებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.
სამუშაო გრაფიკი:
- სამუშაო დღეები — ორშაბათი-პარასკევი
- სამუშაო საათები — 09:00-დან 18:00-მდე
ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და ტექნიკური შესაძლებლობების მიხედვით — ფიქსირებული ანაზღაურება + დამატებითი ბონუსი სპეციალურ ინდივიდუალურ და საქორწილო პროექტებზე.
შერჩეულ კანდიდატთან ჩატარდება ანაზღაურებადი საცდელი სამუშაო.