ასისტენტი/პედაგოგი
"ოთახი ეზოში" აცხადებს ვაკანსიას ასისტენტის/პედაგოგის პოზიციაზე ბავშვებთან სამუშაოდ.
ვეძებთ ადამიანს, რომელსაც უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, პატივს სცემს თითოეული ბავშვის ინდივიდუალობას და სურს შექმნას მათთვის უსაფრთხო, მშვიდი და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო.
ძირითადი მოვალეობები:
- 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებთან ყოველდღიური მუშაობა;
- ბავშვების საგანმანათლებლო და შემოქმედებით აქტივობებში ჩართულობა;
- თითოეული ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინება;
- ბავშვებისთვის უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს შექმნა;
- გუნდთან თანამშრომლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სასურველია განათლება ან გამოცდილება შემდეგი მიმართულებებიდან:
- ფსიქოლოგია;
- პედაგოგიკა;
- ოკუპაციური თერაპია.
შესაბამისი განათლება სავალდებულო არ არის, შერჩეული კანდიდატი სამუშაოს დაწყებამდე გაივლის შესაბამის ტრენინგს.
მნიშვნელოვანია:
- ბავშვებთან მუშაობის სურვილი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- თბილი და კომუნიკაბელური დამოკიდებულება;
- ბავშვების ინდივიდუალობისა და საზღვრების პატივისცემა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო დღეები: სამშაბათი-პარასკევი;
- სამუშაო საათები: 10:00-18:00;
- ანაზღაურება: 1000 ლარი თვეში;
- სამუშაო ადგილი: სოლოლაკი, გერონტი ქიქოძის 16.