არქიტექტორის დამხმარე — სკაილაინ ჯგუფი

სკაილაინ ჯგუფი

არქიტექტორის დამხმარე

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "სკაილაინ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის დამხმარის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • არქიტექტურული პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;
  • საპროექტო დოკუმენტაციისა და სანებართვო პროცედურების მომზადება და კონტროლი;
  • არსებული არქიტექტურული პროექტების რეკონსტრუქცია და მონიტორინგი (აბუსერიძის ქ. N19 და N23, პარალელი A და B ბლოკები);
  • სამუშაო (მუშა) ნახაზების მომზადება;
  • პროექტებისა და სამუშაო ნახაზების რევიზია და შესაბამისობის შემოწმება;
  • საინჟინრო და ტექნოლოგიური ნაწილების გადამოწმება არქიტექტურულ პროექტებთან შესაბამისობაში;
  • საპროექტო სპეციფიკაციების მომზადება;
  • არქიტექტურული და კონსტრუქციული პროექტების შედარება და კონტროლი;
  • სამშენებლო ჯგუფისთვის გადასაცემი არქიტექტურული ნახაზების მომზადება და შესაბამისობის შემოწმება;
  • პროექტის საექსპლუატაციო დოკუმენტაციის მომზადება;
  • ფასადური ნახაზების შედარება არქიტექტურულ პროექტთან;
  • ინტერიერის დიზაინის შესაბამისი სამუშაო და ავეჯის ნახაზების მომზადება და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
  • ArchiCAD-ისა და/ან AutoCAD-ის კარგი ცოდნა;
  • MS Office (Word, Excel, PowerPoint) პროგრამების ცოდნა;
  • საპროექტო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • საინტერესო და მასშტაბურ პროექტებზე მუშაობას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.