არქიტექტორი
საპროექტო კომპანია "IMEP Project"— საინჟინრო კომუნიკაციების პროექტირების მიმართულებით მოქმედი კომპანია, რომელიც ახორციელებს თანამედროვე საინჟინრო პროექტების დაგეგმვასა და პროექტირებას, აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
- არქიტექტურული პროექტების შექმნა — პროექტის კონცეფციის, ესკიზებისა და ნახაზების მომზადება და დამუშავება;
- მუნიციპალიტეტსა და სხვა შესაბამის ორგანოებში წარსადგენი დოკუმენტაციის მომზადება და შესაბამისი პროცესების მონიტორინგი;
- საინჟინრო მიმართულებების სპეციალისტებთან თანამშრომლობა და პროექტის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილებების კოორდინაცია;
- საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისა და დამუშავების პროცესში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;
- მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- საქმისადმი პასუხისმგებლობიანი და დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა.