არქიტექტორი
საპროექტო კომპანია "CORE" აცხადებს ვაკანსიას არქიტექტორის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან სტუდენტი არქიტექტურის მიმართულებით;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება;
- გრაფიკული პროგრამების ცოდნა - Autodesk Revit, Graphisoft Archicad, Autodesk autocad;
- ანალიტიკური უნარები და ცოდნა;
- საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან შესათანხმებლად;
- უპირატესობა მიენიჭება Revit-ში მუშაობის გამოცდილების მქონე კადრს.
სტუდენტების შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნება ლექციების საათები.