არაანაზღაურებად სტაჟირება მარკეტინგის დეპარტამენტში
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების (ოლეინა, ლინდტი, კიმბერლი კლარკი და სხვა) დისტრიბიუტორს საქართველოში აცხადებს არაანაზღაურებად სტაჟირებას თბილისში მარკეტინგის დეპარტამენტში.
კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:
- პრაქტიკულ გამოცდილებას პრემიუმ ბრენდებთან მუშაობაში, მათ შორის: Lindt, Dallmayr, Olympus, Emco, Takis, Nuk, Bubchen, Plasmon და სხვა.
- სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებისამებრ.
- მისამართი: ქ.თბილისი, წერეთლის გამზირი 113დ.
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
- Fit-Pass
- სტაჟირების ვადა - 6 თვე (დასაქმების პერსპექტივით)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- მარკეტინგული აქტივობების განხორციელებაში მონაწილეობა
- მარკეტინგული კომუნიკაციების მართვაში მენეჯერის ასისტირება
- კონტენტის შექმნასა და იდეების გენერირებაში მონაწილეობა
- სოციალური მედიის პლატფორმებზე მუშაობის მხარდაჭერა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მარკეტინგის, კომუნიკაციების, ბიზნესის ადმინისტრირების ან დაკავშირებული მიმართულებით განათლება (მიმდინარე ან დასრულებული)
- სოციალური მედიის პლატფორმების (Facebook, Instagram, LinkedIn) გამოყენების გამოცდილება
- კონტენტის შექმნისა და იდეების გენერირების უნარი
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალების მიმართ ყურადღება
- ქართულ და ინგლისურ ენებზე წერითი/ვერბალური კომუნიკაციის უნარი
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- კრეატიულობა და შემოქმედებითი აზროვნება;
- დეტალებზე ყურადღების მიქცევა;
- სწავლისა და ახალი უნარების სწრაფად ათვისების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- დროის მენეჯმენტი და დავალებების დროულად შესრულება;
- გუნდურად მუშაობის უნარი და კომუნიკაბელურობა.
უპირატესობები:
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები