მარკეტინგის მენეჯერი
"პრემიუმ ლიზინგი" - საერთაშორისო ჯგუფში "4finance" შემავალი კომპანიაა, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფიზიკურ პირებს სთავაზობს დაფინანსებას ავტომობილის შესაძენად ავტო ლიზინგის მეშვეობით, ასევე დაფინანსებას ავტომობილის უზრუნველყოფით - უკულიზინგით.
"4finance" ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 11 ქვეყანაში სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით.
"პრემიუმ ლიზინგი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- ციფრული კამპანიები: Meta Ads, Google Ads და TikTok Ads კამპანიების მონიტორინგი და ოპტიმიზაცია.
- ანალიტიკა და რეპორტინგი (მთავარი პრიორიტეტი): ძირითადი KPI-ების (CPL, CPA, CVR, ROAS) ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტინგი მენეჯმენტთან.
- სტრატეგიის აღსრულება: არსებული მარკეტინგული სტრატეგიისა და ბიუჯეტის ეფექტური მართვა, A/B ტესტირებების ჩატარება და კონვერსიის ზრდაზე ზრუნვა.
- გაყიდვების გუნდთან სინქრონიზაცია: ლიდების ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და CRM სისტემის კონტროლი.
- კონტრაქტორებისა და პარტნიორების მართვა: დიზაინერებთან, ვიდეოგრაფებთან, მარკეტინგის პარტნიორებსა და გარეთა სააგენტოებთან ეფექტური კომუნიკაცია, მკაფიო ბრიფების მომზადება და დედლაინების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:
- მინიმუმ 2-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება მარკეტინგის მენეჯერის ან Performance Marketer-ის პოზიციაზე.
- ანალიტიკური ინსტრუმენტების ფლობა: Google Analytics 4, Google Tag Manager, Looker Studio / Power BI.
- Paid Ads გამოცდილება: Meta Ads Manager-ის, Google Ads-ისა და TikTok Ads-ის ცოდნა.
- CRM: CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება.
- პროექტების მართვა: დროის ეფექტური მენეჯმენტი, პრიორიტეტების სწორად დასახვისა და პროცესების ბოლომდე მიყვანის უნარი.
პიროვნული თვისებები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
- პროაქტიულობა.
- ანალიტიკური აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი.
"პრემიუმ ლიზინგისთვის" ინფორმაციის მიწოდებით პირი ეთანხმება "პრემიუმ ლიზინგის" მიერ მის პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და "პრემიუმ ლიზინგის" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის" შესაბამისად.
ინფორმაცია პირის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლოდ "პრემიუმ ლიზინგში" ვაკანტურ პოზიციაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა "პრემიუმ ლიზინგს" და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება.