მარკეტინგის სტაჟიორი — ფანკი ბრენდს

ფანკი ბრენდს — ლოგო
ფანკი ბრენდს

მარკეტინგის სტაჟიორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Funky Brands" არის სწრაფად მზარდი სტარტაპი, რომელიც საქართველოში საერთაშორისო პრემიუმ ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელია. ჩვენი პორტფელი მოიცავს Franui, Brite და Le Tribute-ს. აქტიურად ვაგრძელებთ ზრდას ახალი ბრენდების მიმართულებით. ვეძებთ გუნდის წევრს, რომელსაც უნდა გახდეს მრავალმხრივი მარკეტერი, აინტერესებს ინოვაციური და ციფრული გადაწყვეტები, რა პროცესს გადის მარკეტინგული იდეა აღსრულებამდე, უნდა გაეცნოს საერთაშორისო ბრენდების მუშაობის პრინციპს და FMCG ინდუსტრიას. "Funky Brands"-ში დაგხვდებათ გუნდი, რომელიც ელოდება თქვენს საინტერესო იდეებს და მზადაა თქვენი ზრდისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი (10:00 - 19:00), 2 დღე დისტანციურად / 3 დღე ოფისიდან; პოზიცია ჰიბრიდულია და გთავაზობთ მოქნილ გრაფიკს - სწავლის შეთავსების შემთხვევაში, სრულად მოერგება თქვენს ცხრილს.

ძირითადი მოვალეობები:

  • Community management - კომენტარებსა და შეტყობინებებზე დროული პასუხის გაცემა ბრენდის კომუნიკაციის გაიდლაინების შესაბამისად;
  • საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციაში მონაწილეობა და მათთვის პერიოდული რეპორტინგი;
  • ბრენდის მიერ მოწოდებული კონტენტის თარგმნა/ლოკალიზაციაში ჩართულობა;
  • კონტენტის დაგეგმვასა და შექმნაში მონაწილეობა - იდეების შემოთავაზება, რეფერენსებისა და რესურსების მოძიება;
  • TikTok და Meta-ზე პოსტების განთავსება და რეკლამირებაში ჩართულობა;
  • ღონისძიებებისა და გარე აქტივობების ორგანიზებაში დახმარება;
  • კრეატორებთან კომუნიკაციაში და საჩუქრების გაგზავნაში მონაწილეობა;
  • სხვადასხვა მიმდინარე დავალებების შესრულება მენტორთან კოორდინირებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია მარკეტინგის, ციფრული მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
  • კარგი ორგანიზაციული უნარები და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა - საერთაშორისო კომუნიკაციისთვის საჭირო დონეზე; (B2+);
  • კრეატიული სამყაროსა და ბრენდებისადმი ინტერესი;
  • უპირატესობა მიენიჭება სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს.

ჩვენ გთავაზობთ:

  • 6 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივით;
  • მოქნილ, ჰიბრიდულ სამუშაო გრაფიკს;
  • დაზღვევას;
  • პრაქტიკულ გამოცდილებას საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობაში;
  • მენტორობას და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას სტარტაპულ გარემოში;
  • ფიქსირებულ ანაზღაურებას.

შერჩევის პროცესი:

  • CV-ების გადარჩევა;
  • გასაუბრება;
  • მცირე სატესტო დავალება.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ