ანესთეზიის მედდა- ქუთაისი — დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი — ლოგო
დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი

ანესთეზიის მედდა- ქუთაისი

შეთანხმებით ახალი ქუთაისი · ადგილზე სრული განაკვეთი

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ანესთეზიის მედდის პოზიციაზე.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი ვიანის ქსელში შემავალი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალია, სადაც ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვის (ნეონატალური, პედიატრიული და მოზრდილთა) სრული ამბულატორიული და სტაციონარული სამსახურია ხელმისაწვდომი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. N83ა
სამუშაო გრაფიკი: სრული, 8 საათიანი 5 სამუშაო დღე, ან 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს.

ძირითადი მოვალეობები:

  • კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
  • საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
  • საქმიანობის სწორად და ჯეროვნად შესრულება:
  • პროცედურების დროული და ხარისხიანი ჩატარება;
  • პროცედურების დროს ექიმის ასისტირება;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა პაციენტისათვის კრიტიკულ მომენტში;
  • მასალის, პაციენტის ავეჯისა და აპარატურის მოვლა, სწორი მოხმარება და ცოდნა განყოფილების სპეციფიკიდან გამომდინარე;
  • ინფექციის კონტროლი და პრევენცია;
  • საექთნო დოკუმენტწარმოება;
  • შიდა უწყვეტ საექთნო განათლების სქემაში მონაწილეობა;
  • შიდა რეგულაციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი:
    • პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი ან სტუდენტის ცნობა;
    • უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა III კურსიდან;
    • პროფესიული კოლეჯის ბებია-ქალის დიპლომი 3 წლიანი სტაჟის შემთხვევაში ექთნის პოზიციაზე, ან გადამზადების სერტიფიკატი;
  • სავალდებულოა სამუშაო გამოცდილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 05 ივლისი, 2026

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ