ანაზღაურებადი სტაჟირება შერჩევის მიმართულებაში
HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას შერჩევის გუნდში.
სტაჟირების პროცესში გექნებათ შესაძლებლობა:
- მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება შერჩევის მიმართულებით
- აქტიურად ჩაერთოთ ვაკანტური პოზიციების შერჩევის პროცესში - მოიძიოთ კანდიდატები, გაანალიზოთ და გაფილტროთ რეზიუმეები ვაკანსიის მოთხოვნების შესაბამისად, განახორციელოთ პირველადი კომუნიკაცია და მონაწილეობა მიიღოთ გასაუბრებების ორგანიზებაში
- შეისწავლოთ LinkedIn-ის და კანდიდატების მოძიების სხვა თანამედროვე არხების გამოყენება
- იმუშაოთ შერჩევის პროცესებზე ხელოვნური ინტელექტით მხარდაჭერილ CRM სისტემაში
- ჩაერთოთ რეალურ პროექტებში გამოცდილ გუნდთან ერთად და გაეცნოთ შერჩევის თანამედროვე საუკეთესო პრაქტიკებს
- შექმნათ ვაკანსიის აღწერილობები და საკომუნიკაციო პოსტები, ასევე, განათავსოთ ისინი შესაბამის პლატფორმებზე.
ეს სტაჟირება თქვენთვის არის, თუ:
- ხართ კომუნიკაბელური და მოგწონთ ადამიანებთან ურთიერთობა
- გაქვთ ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარები
- გიყვართ გუნდური მუშაობა და ახალი გამოცდილების მიღება
- ხართ დეტალებზე ორიენტირებული, ორგანიზებული და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა გაქვთ
- გაქვთ მოტივაცია ისწავლოთ, განვითარდეთ და დაიწყოთ კარიერა HR/შერჩევის მიმართულებით.
სამუშაო მოდელი - ჰიბრიდული (კვირაში 3 დღე ოფისიდან, 2 დღე სახლიდან).
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00-19:00
სამუშაო ადგილი - თბილისი, ვლადიმერ კავსაძის #3/ილია ჭავჭავაძის გამზირი #56
One Point HR Outsourcing არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ ორგანიზაციებს HR მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით. One Point ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.