უმცროსი იურისტი — სინტაქსი

სინტაქსი — ლოგო
სინტაქსი

უმცროსი იურისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

IT კომპანია "სინტაქსი" (https://www.syntax.ge) რომლის მიზანს, კორპორაციული სექტორისთვის ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარისხიანი სერვისებისა და პროდუქტების მიწოდებას წარმოადგენს, აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • ლოკაცია: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის 145ა
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 -18:30.

დამატებითი სარგებელი:

  • შესაბამისი სასწავლო კურსების დაფინანსება;
  • სწრაფად მზარდ კომპანიაში პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული სახელშეკრულებო პროცესების სრული სამართლებრივი მხარდაჭერა, ხელშეკრულებების მომზადება, განხილვა, სამართლებრივი ანალიზი და მოლაპარაკებებში მონაწილეობა მათ შორის: საერთაშორისო და ადგილობრივ პარტნიორებთან, ვენდორებთან, და ა.შ;
  • კომპანიის საქმიანობისთვის აუცილებელი სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება და მათი სამართლებრივი ანალიზი - კომპანიის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტები, მიღება-ჩაბარების აქტები, კომპანიის სადამფუძნებლო დოკუმენტები, შემოსული/ გამავალი კორესპონდენცია და ა.შ;
  • ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა ყოველდღიური საქმიანობის ფარგლებში;
  • მოქმედ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების რეგულარული მონიტორინგი და შესაბამისი სიახლეების დანერგვა სამუშაო პროცესში;
  • შიდა პოლიტიკებისა და პროცედურების სამართლებრივი შეფასება და კანონთან შესაბამისობაში მოქცევა;
  • კომპანიის სახელით შეხვედრებსა და სამუშაო პროცესებში მონაწილეობა;
  • საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია კომპანიის კორპორაციულ დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენა - B2 დონე;
  • ეფექტური ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდთან მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ფოკუსირება და ორგანიზებულობა.
  • ანალიტიკური აზროვნება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ გადარჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!