პარტნიორ-მმართველი- საგურამო
Panorama Saguramo ეძებს არა უბრალოდ მენეჯერს, არამედ ძლიერ ლიდერსა და პარტნიორს, რომელიც გადაიბარებს პრემიუმ კლასის ბუტიკური სასტუმრო კომპლექსის მართვასა და განვითარებას.
კომპლექსი მდებარეობს საგურამოში, უნიკალური პანორამული ხედებით. პროექტი მოიცავს მაღალი კლასის სასტუმრო ნომრებს, აუზს, ბილიარდის და გასართობ სივრცეებს, პოკერის დარბაზს, ტერასებს, ღონისძიებებისა და კორპორაციული შეხვედრების სივრცეებს.
პოზიცია: პარტნიორ-მმართველი
ვეძებთ ადამიანს, რომელსაც შეუძლია:
- შექმნას და მართოს ძლიერი გუნდი;
- მოიზიდოს სტუმრები და კორპორაციული კლიენტები;
- განავითაროს გაყიდვები და მარკეტინგი;
- იმუშაოს Booking, Airbnb და საერთაშორისო ტურისტულ პლატფორმებთან;
- შექმნას მაღალი კლასის მომსახურების სტანდარტი;
- სრულად მართოს კომპლექსის ყოველდღიური საქმიანობა და განვითარება.
რას ვთავაზობთ:
- რეალურ შესაძლებლობას გახდეთ პროექტის თანამონაწილე;
- მოგებიდან 30%-იან წილს შეთანხმებული პირობებით;
- დამოუკიდებელ მმართველობით უფლებამოსილებას;
- მონაწილეობას უნიკალური ტურისტული ბრენდის შექმნაში.
ვის ვეძებთ: ადამიანს, რომელსაც აქვს სასტუმროს, ტურიზმის, გაყიდვების ან სტუმარმასპინძლობის სფეროში წარმატებული მენეჯერული გამოცდილება, ძლიერი ლიდერული უნარები და დიდი ამბიცია შექმნას საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული პრემიუმ კლასის დასასვენებელი სივრცე.