AML სტაჟიორი
ვეძებთ AML სტაჟიორს
თუ გაინტერესებს AML/CFT, ფინანსური მონიტორინგი და გინდა პრაქტიკული გამოცდილების მიღება, ჩვენი გუნდი გელოდება.
რას ისწავლი და რაში ჩაერთვები:
- KYC ინფორმაციისა და დოკუმენტაციის შემოწმებაში;
- PEP და სანქციების სიებში კლიენტების გადამოწმებაში;
- ტრანზაქციების მონიტორინგის პროცესში;
- საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და ანალიზში;
- AML დოკუმენტაციის მომზადებასა და მოწესრიგებაში;
- AML გუნდის ყოველდღიურ საქმიანობაში.
გამოგვეხმაურე, თუ:
- ხარ სამართლის ან ეკონომიკის მიმართულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- ხარ ყურადღებიანი და პასუხისმგებლიანი;
- გაქვს სწავლისა და განვითარების სურვილი;
- გაინტერესებს AML/CFT მიმართულება;
- ფლობ Microsoft Office-ის პროგრამებს (Excel, Word).
ჩვენ გთავაზობთ:
- 3-დან 6 თვემდე სტაჟირების პროგრამას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- პრაქტიკული გამოცდილების მიღებას AML/CFT მიმართულებით;
- საინტერესო და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს;
- შესაძლებლობას, მიიღო ცოდნა და გამოცდილება სფეროში და განავითარო საკუთარი კარიერა;
- სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კომპანიაში დარჩენისა და კარიერული განვითარების პერსპექტივას.
- AML მიმართულებით გამოცდილება არ არის საჭირო.