ახალი პროდუქტების განვითარების მენეჯერი
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია "ასკანელი" აცხადებს ვაკანსიას ახალი პროდუქტების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის შესახებ:
ვეძებთ დინამიურ ახალი პროდუქტების განვითარების მენეჯერის რომელიც პასუხისმგებელი იქნება ახალი პროდუქტის განვითარების სრულ ციკლზე — იდეიდან როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე გაშვებამდე (Launch). ამ პოზიციაზე თქვენ პასუხისმგებელი იქნებით მარკეტინგული კამპანიების და პრომო.
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი პროდუქტების ბაზარზე გაშვებისთვის (Launch) სრული მარკეტინგული სტრატეგიების შემუშავება კომპანიის გრძელვადიანი გრძელვადიანი მიზნების, ბაზრის კვლევისა და ანალიზის შესაბამისად; წინადადებების ინიცირება არსებული პროდუქტების გაუმჯობესებისთვის ბაზრის ტენდენციების ანალიზის საფუძველზე.
- მჭიდრო კოორდინაცია მრავალფუნქციურ გუნდებთან (წარმოება, შესყიდვები, ხარისხის კონტროლი, ფინანსები, გაყიდვები და მარკეტინგი) პროდუქტის პოზიციონირებისა და მთავარი გზავნილების შემუშავების მიზნით.
- პროექტის დაგეგმვა და მართვა კონცეფციიდან ბაზარზე გაშვებამდე (End-to-End).
- დიზაინის გუნდის შერჩევა, ტექნიკური დავალებების (TB) გაცემა და ეტიკეტის, ყუთისა თუ შეფუთვის ვიზუალური იდენტობის დამტკიცება.
- უშუალო თანამშრომლობა სტამბებთან, დიზაინერებთან და მომწოდებლებთან წარმოებაში გაშვებამდე.
- პროექტის ფინანსური, იურიდიული და დროითი ჩარჩოების განსაზღვრა, დაგეგმვა და მართვა.
- პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი, გადახრების იდენტიფიცირება და კორექტირება.
- განხორციელებული კამპანიის ეფექტიანობის მაჩვენებლების (Metrics) მონიტორინგი, ანალიზი და რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგში, ბიზნესის ადმინისტრირებაში ან მომიჯნავე სფეროში.
- მინიმუმ 4 წლის გამოცდილება პროდუქტის განვითარებაში (NPD), მარკეტინგული კამპანიების მართვაში (სასურველია FMCG ან ალკოჰოლური სასმელების სექტორში).
- წარმოების პროცესების, შეფუთვის ტექნოლოგიებისა და ხარისხის მართვის სისტემების ცოდნა.
- პროექტების მართვის ძლიერი უნარები — ბიუჯეტირება, ვადების დაგეგმვა და კროს-ფუნქციური გუნდების მართვა.
- ძლიერი ანალიტიკური კომუნიკაციური და პროექტების მართვის უნარები.
- პროაქტიულობა, ინიციატივის და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი.
- ქართული, ინგლისური და რუსული ენების ფლობა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ.
მის: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, კახეთის გზატკეცილი # 110 ა. ლილო მოლის მიმდებარედ.
კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ FitPass-ის სერვისით.