აკადემიური თანამდებობები- ბათუმი
შპს "ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი" აცხადებს აკადემიური პერსონალის შესარჩევ ღია კონკურსს შემდეგი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:
"ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის სკოლის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის "დიპლომირებული მედიკოსი" განხორციელებაში ჩართული აკადემიური პერსონალის შესარჩევად.
ვაკანტური აკადემიური პოზიციები:
კლინიკური მედიცინის მიმართულება — 7 ადგილი
- პროფესორი — 1 ადგილი;
- ასისტენტ-პროფესორი — 2 ადგილი;
- ასისტენტი — 4 ადგილი.
პრეკლინიკური მედიცინის მიმართულება — 8 ადგილი:
- პროფესორი — 1 ადგილი;
- ასოცირებული პროფესორი — 1 ადგილი;
- ასისტენტ-პროფესორი — 2 ადგილი;
- ასისტენტი — 4 ადგილი.
საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და საბაზისო მედიცინის მიმართულება — 4 ადგილი:
- პროფესორი — 1 ადგილი;
- ასისტენტი — 3 ადგილი.
საკონკურსო ვადები:
- საკონკურსო განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღება 2026 წლის 11 ოქტომბერი - 15 ოქტომბერი (დოკუმენტაციის წარმოდგენა ელექტრონული სახით - ელ. ფოსტაზე - ).
- საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტთა დოკუმენტაციის შეფასება (კონკურსის პირველი ეტაპი) და კონკურსანტებთან გასაუბრება (კონკურსის მეორე ეტაპი) - 2026 წლის 17 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით;
- კონკურსის წინასწარი/პირველადი შედეგების გამოქვეყნება - 2026 წლის 20 ოქტომბერი;
- კონკურსის ჩატარების პროცედურის ან საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების გასაჩივრება (აპელაცია) - 2026 წლის 22 ოქტომბერი, 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე (ავიცენა - ბათუმის სამედიცინო უნივერსიტეტის იურიდიულ მისამართზე: ქ. ბათუმი, ტბეთის ქ. N4, მე-4 სართული, ოთახი N402);
- კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება - 2026 წლის 25 ოქტომბერს;
- გამარჯვებული კანდიდატების ვაკანტურ აკადემიურ თანამდებობებზე რექტორის ბრძანებით დანიშვნა, აფილირების შეთანხმებების და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება - 2026 წლის 29 ოქტომბერს.
საკონკურსო დოკუმენტაცია:
- საკონკურსო პირობები
- განაცხადი კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებით
- უნივერსიტეტის მიერ დადგენილი CV-ის ფორმა - CV-GEO / CV-ENG